"რეკორდმაისტერის" ნახევარმცველებმა თამაშს თავი შესანიშნავად გაართვეს და 64 000 ევროც მოიგეს.
ეს თანხა კიმიხმა და გორეტსკამ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათ ორგანიზაცია WEKICKCORONA დააფუძნეს და აქტიურად ცდილობენ, კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ საავადმყოფოებს.
მათთან ერთად ამ გადაცემაში მონაწილეობდნენ "ბაიერნის" მცველი ზულე და "ლაიპციგის" ფეხბურთელი კლოსტერმანი.
როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებს სათამაშო კლასთან ერთად ინტელექტიც მაღალ დონეზე აქვთ.