კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო - იოზილმა ყარაბაღის კონფლიქტზე დაწერა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში საფეხბურთო მოედნებზე ცეცხლის დანთების შემდეგ ლონდონის "არსენალის" გერმანელ!!! ნახევარმცველ მესუთ იოზილს "გაეხსნა" და გადაწყვიტა, რომ კონფლიქტოლოგობის შეთავსებაც შეუძლია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე განცხადება გაავრცელა.

"მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, მთიან ყარაბაღს იურიდიულად საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, თუმცა ის უკანონოდ არის ოკუპირებული.

2008 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დადასტურდა და სომხეთს ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაითვალისწინონ და მიიღონ გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილება.

ვიზიარებ ძალიან ბევრის განწყობას, მათ შორის,
არც გაეროს, იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ეს ყველაფერი კი სერიოზულ არეულობას იწვევს.

მოდით, ერთად მივაღწიოთ მშვიდობას და სამართლიანობის სახელით მომავალი ძალადობა ავიცილოთ თავიდან. ნებისმიერ მხარეს ერთი ადამიანის სიკვდილი ორივე მხარის დანაკარგია." - დაწერა იოზილმა "ტვიტერში" და შემდეგ თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებიც მოიყვანა:

"აზერბაიჯანის პრობლემები ჩვენი პრობლემებია, მათი ბედნიერება კი - ჩვენი ბედნიერება. ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო."

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა გადაეკიდე ამ ოზილს? ბოლო სტატიებს, რადაც გადავხედე პორტალზე, ყველას ერთი ავტორი ჰყავს და ყველგან ოზილის გინება მიდის. მაგან 26 წლის ასაკში მიაღწია მისაღწევს და მუნდიალი მოიგო, შალკეში-ვერდერში-რეალში და არსენალში ითამაშა და არც ამ მხრივ ჰქონია ცუდი კარიერა. შარლატანების და პარაზიტების მეტი რა არის მსოფლიო ფეხბურთში, მანდამაინც ოზილს რომ გადაეკიდეთ?! ეგერ მთავარ შარლატანს 1 მილიარდი დაუხარჯია უკვე ტრანსფერებში და ლიგის ნახევარფინალში ვერ გადის 4 წელია. მე მანჩინი მეგონა აქამდე მთავარი ფოკუსნიკი, თურმე ჯერ სად ხარ, პეპი ყოფილა რაც ყოფილა :)
1234
10:52 16-10-2020
0
იდიოტი - უნდა გამოჰკრან გერმანიიდანდა ჩამოართვან მოქალაქეობა - რა ერთი ხალხი ორი სახელმწიფო
11

სიახლეები პოპულარული