პაბლო საბალეტამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
35 წლის არგენტინელმა მცველმა პაბლო საბალეტამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

"18-წლიანი კარიერის შემდეგ ფეხბურთზე თავის დანებების გადაწყვეტილება მივიღე. ამ შესანიშნავი წლების მანძილზე უნიკალური და დაუვიწყარი მომენტებით დავტკბი.

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარა: კლუბები, თანგუნდელები, მწვრთნელები, რა თქმა უნდა, ოჯახი და ყველა მეგობარი.

ემოციებით ვარ აღსავსე. წრფელი გულით ყველას დიდი მადლობა", - წერს საბალეტა "ტვიტერზე".

ის "სან ლორენსოში", "ესპანიოლში", "მანჩესტერ სიტისა" და "ვეს ჰემში" თამაშობდა, არგენტინის ნაკრებში კი 2005-2020 წლებში 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული