voetbalnieuws: ჰალუცინაციურ მიქაუტაძეს ტოპ 5-ის გუნდები იწვევენ

AutoSharing Option
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე ბელგიურმა voetbalnieuws-მა წერილი გამოაქვეყნა:

"1В დივიზიონის აბსოლუტური სენსაცია უდავოდ გიორგი მიქაუტაძეა. მისი დამსახურებაა, რომ "სერენი" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა, სამჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა. გიორგის შედეგიანობა ჰალუცინაციურია და მისი სამსახურით უკანასკნელ კვირებში ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბები დაინტერესდნენ. 

მიქაუტაძე "მეცის" საკუთრებაა, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვევენ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, აცდუნოს".

ცნობისათვის, Transfermarket-ის მიხედვით, მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
არ უნდა ბევრი მარჩიელობა ამ ამბავს. ევროპაზე, თუ გავალთ აქეთ იოცნებებს, რომ ასეთივე ფორმაში იყოს ნაკრებში, რომ მივიწვიოთ. თუ ვერ გავალთ ევროპაზე ამ მომენტში ნამდვილად არ იჩქარებას მოქალაქეობის მიღებას.
nk
26 ოქტომბერი 2020 22:00
4
19 წლის ბავშვის ხუშტურებზე ვიყოთ მთელი ქვეყანახო?
ზაზა
26 ოქტომბერი 2020 22:25
10
ფრანგებმა ფეხბურთის თამაში არ იციან, ამიტომ არის მაგათი ნაკრები სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელელებისგან შემდგარი, საფრანგეთი თეთრ კანიანთა რასას მიეკუთვნება და ნახეტ რა უყვეს აფრიკელებმა, გააშავეს, ასე რომ მიქაუტაძე და წიტაიშვილი აუცილებლად უნდა წავართვათ ფრანგებს და უკრაინელებს, ამაზე მარტო ფედერაცია კი არა მთავრობაც უნდა ზრუნავდეს
giorgi
26 ოქტომბერი 2020 21:36
15
წიტაიშვილი არაფერში არ გვჭირდება, არაფერი აქვს ქართული. ნამეტანი დიდი ხანია ეხვეწებიან და არაა საწირო ეგეთი ტიპი ნაკრებში, იქით თავს რომ გამადლის. ამანაც თუ ნამეტანი დიდხანს იფიქრა არც ეს არის საჭირო. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თანამედროვე სპორტში ის რასაც "დუხი" ქვია უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ეს უჯიგრო ხალხი არაა საჭირო ნაკრებში, იმდენს ვერაფერს შეგძენენ, რასაც დაგაკლებენ, იმიტომ რომ სხვა მოთამაშეებზეც გადავა მათი განწყობა. თანამედროვე ფეხბურთში ნებისმიერი წარმატებული ნაკრები რომ გადის სათამაშოდ, ისეთი განწყობით გადის როგორითაც ომში მიდიან, ხოდა ეს ძალად მოყვანილი, სხვაგან დაწუნებული ტიპები არ გვჭირდება.
არტ
27 ოქტომბერი 2020 02:58
1
ფრანგების ახალგაზრდებში რთული იქნება თავის დამკვიდრება . ჩვენთან გადმოსვლით ქვეყნის სიყვარულიც გაუღრმავდება და უფრო დაფასებულიც იქნება. თუ ივარგა ყოველთვის იპოვის ტოპ კლასის გუნდს და იქაც წარმატებული იქნება. კარგი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ
ზურა
26 ოქტომბერი 2020 19:53
1
უნდა გადაახტნონ საკუთარ თავებს ჩვენი ფედერაციის მესვეურები და ეს ბიჭი უახლოეს მომავალში უკვე ნაკრებში უნდა იყოს,არამგონია უარი თქვას რადგან მე ვფიქრობ მას ტოპ ნაკრებები არმიიწვევენ დიდი კონკურენციის გამო,მითუმეტეს გვაქვს შანსი ევროზე გასვლის და ეს მისთვისაც სტიმული უნდა იყოს,იქ წარმატებული ასპარეზობა ხომ ნიშნავს ტოპ ჩემპიონატს და ტოპშანსს,ამიტომ ეს ბიჭი ამაზე წამოვა,ეხლა მივცეთ ბოლობოლო დაჩქარებულად მოქალაქეობა და პასპორტი რაგახდა?!მიშამ ერთ დღეში 40000 ათასი გააქართველა და ეს რაგახდა?!
Alika
26 ოქტომბერი 2020 19:49
2
საიდო ბერაჰინო ალბათ ყველამ ვიცით. ზარანდიას თანაგუნდელი არის ამჟამად. ამით ყველაფერი ნათქვამია თუ რა ადვილია ბელგიიდან პრემიერ ლიგაში გადასვლა. მართალია ბერაჰონოს კარიერა უკან წავიდა, მაგრამ პირიქითაც შეიძლება თავისუფლად ბელგიის საშუალო დონის გუნდიდან პრემიერ ლიგაში ან ჩემპიონშიპში მოხვედრა
ვუ ჰალი
26 ოქტომბერი 2020 19:49
1
მილინკოვ-სავიჩიც ზარანდიას გუნდელი იყო.
Dato
27 ოქტომბერი 2020 14:18
0
მადლობა ღმერთს ჩვენ ნაკრებს ყავს საუკეთესო ფეხბურთელები როგორიცაა კვარაცხელია ზურიკო ჩაკვეტაძე და ისეთი უბნის ფეხბურთელი ვიღაცაა მიქაუტაძე ნაკრებს არაფერში არ ჭირდება,,აგორავოს ისევ იქ მოყვარულათა ლიგაში ბურთი
lordi
26 ოქტომბერი 2020 19:47
55
ცდუნებით და თხოვნით მოყვანილი ფეხბურთელი ნაკრებს არგამოადგება...თავისი სურვილით უნდა გადაწყვიტოს სად ურჩევნია...ისე წარმატებას ვუსურვებ კარიერაში...
romandro
26 ოქტომბერი 2020 19:26
7
აცდუნოს კი არა, ქართული ფეხბურთის აღორძინება თუ გვინდა ეს ბიჭი ნაკრებში აუცილებლად მოსაწვევია.
გადასარევი გიორგი
26 ოქტომბერი 2020 19:11
4

სიახლეები პოპულარული