დიადი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლისა გახდა. რამდენადაც დიდი ფეხბურთელი იყო, იმდენად ექსცენტრული და წინააღმდეგობრივი გახლავთ არამარტო სამწვრთნელო საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ნარკოტიკები, სკანდალები, მოუწესრიგებელი ოჯახური ურთიერთობები, თავად მულტიმილიონერია და ამ დროს რადიკალური მემარცხენე, დიქტატორების მეგობარი და ა.შ.
ამის დადასტურებაა "კლარინისთვის" მიცემულ საიუბილეო ინტერვიუში ნათქვამი, რომ ის ენდობა ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთმა უკვე დაამზადა კოვიდ-19-ის ვაქცინა. პუტინს კი ენდობა დიეგო, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პუტინის ვაქცინას თავად არ გაიკეთებს. მას ხომ სათავისოდ არასოდეს არაფერი არ ეშლება.