უნიჭიერესი ბრაზილიელი, რომელმაც ერთ დროს სატრანსფერო რეკორდი მოხსნა... თუმცა დიდი იმედგაცრუება

AutoSharing Option
1998 წელს სევილიაში არსებულმა კლუბმა, რომელიც ისტორიულად მუშათა კლასს წარმოადგენდა, ააფეთქა ბაზარი და "სან პაულოში" 5 მილიარდი პესო გადაიხადა ბრაზილიელი დენილსონის სანაცვლოდ, რაც დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ თანხამ ბრაზილიელი ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად აქცია. ხელშეკრულება 11 წელს მოიცავდა.

Sportall.Ge

წინა რეკორდი "ბარსელონადან" "ინტერში" გადასულ რონალდოს ეკუთვნოდა (26 მილიონი დოლარი). ეს ნიშნული კი 1 წელში, 1999 წელს, მოიხსნა, როდესაც "ინტერმა" კრისტიან ვიერაში 46 მილიონი დოლარი გადაიხადა.

"ბეტისის" პრეზიდენტი და სევილიელი ცნობილი ბიზნესმენი მანუელ რუიზ დე ლოპერა ამბიციურ პროექტს აშენებდა და
ფინანსებიც არ დაზოგა. სწორედ მისი მეთაურობის დროს, 28 წლის განმავლობაში პირველად, გუნდმა 2005 წელს ესპანეთის თასი მოიგო და პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მონეტას ორი მხარე აქვს, დადებითთან უარყოფითიც გვხვდებოდა. უარყოფითი, როგორიცაა: გულშემატკივრის გაბრაზება პრეზიდენტის სიტყვებზე, რომელიც თვლიდა, რომ კლუბი თავის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

დენილსონის ისტორია საინტერესო და გასათვალისწინებელია. ახალგაზრდა ბრაზილიელმა, მომხიბლავი დრიბლინგით და ეროვნულ ნაკრებში კარგი ისტორიით, კონტრაქტის შესახებ პირადი დეტალები "ბარსელონასთან" უკვე შეათანხმა, მაგრამ როგორც "სან პაულოს" ფეხბურთელმა, "ბეტისში" გადასვლა არჩია. ბრაზილიელმა კლუბზე არაფერი იცოდა, მის გეგმებსა და მიღწევებზე. მაშასადამე, დენილსონი კარიერის მომავალზე არ ფიქრობდა.

13 წლის დენილსონი 3 დღის განმავლობაში საცხობში მუშაობდა, მაგრამ ფეხბურთი აირჩია და გადაეშვა კიდეც მასში

ბავშვობაში დენილსონი მშობლიური დიადემის ქუჩებში თამაშობდა, მაგრამ ოჯახის გაჭირვების გამო ხშირად არ ჰქონდა საშუალება ფეხსაცმლის ქონის. როგორც წესი, ის მეგობრებისგან თხოულობდა, რადგან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ფეხბურთი ერთადერთი საშუალება იყო საჭმლის ჭამისთვის.

როგორც აღვნიშნე, 13 წლის ბავშვი საცხობში მუშაობდა. ახალგაზრდას უწევდა ფეხბურთის თამაშთან ერთად სამსახურის შეთავსება, მაგრამ 3 დღის შემდეგ მუშაობაზე უარი განაცხადა, რამაც მშობლებისგან დიდი გაბრაზება გამოიწვია, მაგრამ ბიჭმა თამამად უპასუხა: "ეს არაფრად ვარგა, მე ფეხბურთის თამაში მინდა".

Sportall.Ge

სწრაფად მოერგო "სან პაულოს" აკადემიას.

"მაშინ გუნდში მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ, პირველ ვარჯიშზე არავინ შემომხედა. გამხდარი, უბრალო ტანსაცმელში ვიყავი. სირცხილისგან მოვკვდი კინაღამ, მაგრამ პირველი ვარჯიშის შემდეგ ყველა ჩემთან დაახლოებას ცდილობდა".

მეტეორული ზრდა 1994 წელს მოხდა, როდესაც 17 წლის დენილსონმა პირველი ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. "სან პაულოს" მწვრთნელი მაშინ ტელე სანტანა იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიჭი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, უკვე ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, სადაც კამერუნს დაუპირისპირდნენ. მომდევნო წელს კონფედერაციის თასი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დღევანდელი გმირი ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დენილსონის "ბეტისში" გადაყვანა არაპროგნოზირებადმა პრეზიდენტმა დააფინანსა: ის გარიგების წინ ლოცულობდა

ბრაზილიელის უნაკლო შესრულება, ულამაზესი დრიბლინგი, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანმა როლმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. მათ სკაუტები ბრაზილიაში გააგზავნეს. ნახევარმცველს მადრიდის "რეალის", "ბარსელონას", "ლაციოს", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა აკვირდებოდა. სხვათა შორის, "ბლაუგრანას" თავკაცი ვან გაალი პირადად გაესაუბრა და ელოდა ფეხბურთელს "ბარსაში". ასევე იყო "რეალის" მხრიდან.

"ბეტისი" მათ ფონზე მოსაწყენად გამოიყურებოდა. კლუბი არასდროს ყოფილა ჩემპიონთა ლიგაზე, 30 წელში მხოლოდ ერთხელ იზეიმა ჩემპიონობა, ხოლო 1997/98 წლებში მოკრძალებული მე-8 ადგილი დაიკავა.

გარიგების ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი 1997 წელს დაიწყო - ვაჭრობა. დენილსონის ტრანსფერი აუქციონს ჰგავდა. სამი მთავარი კანდიდატი "ლაციო", "ბარსელონა" და "ბეტისი" გახლდათ. "სან პაულომ" ფეხბურთელი 5.1 მილიარდ პესოდ შეაფასა, რაც 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. "ბარსელონამ" პირადი დეტალები პირველმა შეათანხმა, მაგრამ ამხელა თანხის გადახდა არ ისურვეს, ამიტომ ისინი სხვადასხვა გზით თამაშობდნენ. კატალონიელები ცდილობდნენ ტრანსფერში ჯოვანის ჩართვას. "სან პაულოს" პრეზიდენტმა "ბარსელონასთან"  ტრანსფერი, ფაქტობრივად, დახურა.

მაგრამ 2 აგვისტოს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უარი განაცხადა ტრანსფერზე. მიზეზი დენილსონის ხელფასი იყო. EL PAIS-ის ცნობით, დენილსონი სეზონში ნახევარ მილიარდ პესოს ითხოვდა.

"გარკვეულ მომენტში თქვენ უნდა თქვათ "საკმარისია" - განაცხადა "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ.

Sportall.Ge

"ლაციო" და "ბეტისი" ბრძოლაში დარჩნენ. სევილიელების უკან პრეზიდენტი დე ლოპერა იდგა, გაიზარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით, ხოლო 90-იან წლებში უკვე მსხვილი ბიზნესმენი იყო, დაკავებული გაყიდვით, სესხით, ინვესტიციებით.

აგვისტოს ბოლოს ესპანურმა მხარემ დენილსონისთვის 27-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რაზედაც რომაელებმა ფასი გაზარდეს და "სან პაულოს" 29 მილიონს დაჰპირდნენ.

25 აგვისტოს სევილიურმა კლუბმა გააგრძელა მოლაპარაკებები. აბსოლუტურად ყველა ცდილობდა მის გადმობირებას - ფეხბურთელები, აგენტები, პრეზიდენტი და ა.შ.

27 აგვისტოს დე ლოპერას უნდა გადაეწყვიტა, შეთავაზებას გაზრდიდა თუ არა 30 მილიონამდე. ყველასდა გასაკვირად, "ბეტისის" პრეზიდენტი "სალსიანიოს დე ლა ტრინიდადის" ეკლესიაში მივიდა, რათა ელოცა, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდა, შეთავაზების გაზრდას დათანხმდა. გარიგებაც დაიხურა.

sport.ru დაუკავშირდა სევილიელების ჟურნალისტს და ჰკითხა, თუ როგორ მოახერხა მოკრძალებულმა "ბეტისმა" ძვირად ღირებული ფეხბურთელისთვის ბრძოლაში გამარჯვება, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღეს:

"საქმე ეხება დე ლოპერას, რომელსაც ფეხბურთში გამოცდილება არ აქვს. ამავე დროს, მანუელი საერთოდ არ ისმენდა რჩევებს. დენილსონი დე ლოპერას პირადი ინიციატივა იყო. ის ამ ტრანსფერზე ოცნებობდა" - განმარტავს მუნოზი.

Sportall.Ge

დენილსონი "ბეტისში" 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა, 1998 წლის 30 ივლისს კი წარადგინეს. დე ლოპერამ დენილსონს კომპენსაციის სახით 65 000 მილიონი პესეტაზე გადაუხადა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაფერი იცოდა "ბეტისის" შესახებ. მან ეს არაგონესისგან შეიტყო.

სამხრეთამერიკელმა "ბეტისის" შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ხელფასითა და პრემიით კმაყოფილი იყო. ალბათ ეს იყო მისი შეცდომა - ყველაფერი ფულამდე მივიდა.

Sportall.Ge

მას შემდეგ დე ლოპერა არავის უსმენდა და გუნდში დიდი პრობლემებიც გაჩნდა. კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ თუ ისინი დენილსონს გაიფორმებდნენ, დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. ბრაზილიელის კლუბში დებიუტამდე, მწვრთნელმა ჩაალაგა ბარგი და წავიდა...

"არაგონესს ესმოდა, რომ ის ითხოვდა ფეხბურთელისგან მეტს, ვიდრე გამორჩეულ სათამაშო სტილს" - მუნოზი.

დენილსონი დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. გულშემატკივრები მისგან მეტს მოითხოვდნენ...

დე ლაპუედრას პროექტი დასაწყისიდანვე შეჩერდა. "ბეტისმა" მე-11 პოზიცია დაიკავა და "სეგუნდა დივიზიონში" გადაინაცვლა. ბრაზილიელს არ სურდა ესპანეთის მეორე ლიგაში თამაში. ამიტომ ის გაანათხოვრეს "ფლამენგოში".

დენილსონისთვის ძნელი იყო, რადგან ბრაზილიური სათამაშო სტილი ესპანურისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. თუ სამხრეთ ამერიკაში შემტევს მხოლოდ წინ ევალებოდა სირბილი, ესპანეთში ასე არ იყო, აქ დაცვაშიც უწევდა გარჯა, რაც ნახევარმცველისთვის საკმაოდ რთული ასათვისებელი აღმოჩნდა.

"ფეხბურთის თამაშის გარდა, დენილსონი ღიმილითაც გამოირჩეოდა" - განმარტავს მუზონი. ზოგადად, დენილსონს მოსწონდა "ბეტისი" როგორც ნათელ, ასევე ბნელ დროს. ფული მას ანიჭებდა სიამოვნებას, მაგრამ ის გუნდის წარუმატებლობაში დამნაშავე არ იყო".

ბრაზილიელმა გულშემატკივრებთან კავშირი გაწყვიტა. 2000 წლის სეზონში დენილსონმა 65 მატჩში მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა.

Sportall.Ge

"მე არ მაინტერესებს, თუ რას ამბობს ხალხი ჩემზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ" - განაცხადა გამწარებულმა დენილსონმა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰადჟიბეგიჩმა გულშემატკივრების მხარე დაიჭირა და ბრაზილიელ ფეხბურთელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, სპორტსმენმაც მოიხადა და განმარტა, რომ ის მხოლოდ გოლების გასატანად არ უყიდიათ, იყიდეს სისწრაფისთვის, დრიბლინგისთვის და ა.შ. და დაამატა ის, რომ ამას ამტკიცებდა მასზე აღებული ჯარიმების რიცხვი (159).

ამ დროს, გულშემატკივრებმა დე ლაუპერის წინააღმდეგ დიდი პრეტენზია გამოთქვეს, რადგან გუნდს არ ჰქონდა ფინანსურად ის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელში ამდენი გადაეხადა. დენილსონი ვერ ამართლებდა მოლოდინს, მისგან მხოლოდ ლამაზი მომენტები რჩებოდა. მაგალითად, პუიოლის წინააღმდეგ ულამაზესი ფინტი.

2002 წელს ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემართა. დენილსონი სკამიდან ძალიან აძლიერებდა გუნდს. საბოლოოდ, "სელესაომ" აღნიშნული ტურნირი მოიგო. ამ ტურნირზე ჩვენმა მთავარმა გმირმა ულამაზესი მომენტი დააფიქსირა - ოთხი თურქი ფეხბურთელი მას ბურთს ვერ ართმევდა.

Sportall.Ge

დენილსონი "ბეტისში" უმაღლესი დონის ფეხბურთს ვერ თამაშობდა, მაგრამ ის ცხოვრების სტილით მაინც იყო გამორჩეული. ულამაზესი და უმდიდრესი ბინა, მანქანები, მოსამსახურეები...

ბრაზილიელს შეუყვარდა ერთი გოგო, რომელთან ერთადაც დადიოდა რესტორნებში, წვეულებებზე და ასე შემდეგ.

Sportall.Ge

პარალელურად, ფეხბურთელი მედიის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვიკისთან ერთად ფოტოზე კომენტარი სთხოვა, რაზედაც უპასუხა:

"ერთი ფოტო სჯობს ათას კითხვას" - ამოხვნეშით უპასუხა მან.

საბოლოოდ, მათი ურთიერთობა არ შედგა.

უკვე ბოლოს დენილსონმა აღიარა, რომ "ბარსელონა" უკეთესი იქნებოდა მის კარიერაში

ბრაზილიელმა აღიარა, რომ "ბარსელონა" მის კარიერას უფრო განავითარებდა, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო, რადგან შეძლო და აისრულა ოცნება. ოცნება კი ფულის შოვნას უკავშირდებოდა.

"როდესაც "ბეტისში" გადავედი, გარიგების შესახებ მხოლოდ ფინანსური დეტალები ვიცოდი. გამოცდილი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად სხვანაირად მოვიქცეოდი. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ფული ყველაზე წინ დავაყენე" - განაცხადა ბრაზილიელმა ესპანეთიდან წასვლის შემდეგ (2007 წელს).

Sportall.Ge

ბრაზილიაში სიღარიბე ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. დენილსონის თქმით, იქ არ არსებობს საშუალო ფენა, ხარ მდიდარი ან ღარიბი. მაღალმა ხელფასმა ის არ შეცვალა და აშენებდა სახლებს ბავშვებისთვის.

"ახლა, როცა ღმერთმა მომცა ნიჭი, ვიშოვო ფული, მე უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება. მირჩევნია დავრჩე კარგ ადამიანად, ვიდრე კარგ ფეხბურთელად. დღეს ჩემი მშობლები იდეალურად ცხოვრობენ" - განაცხადა ბრაზილიელმა.

"ბეტისში" დენილსონმა 165 მატჩი ჩაატარა და გოლზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო (12). 2004/05 წლების სეზონი ესპანეთში მისთვის უკანასკნელი იყო, მიიღო ტრავმა, საიდანაც ძალიან გაუჭირდა დაბრუნება.

2005 წელს "ბორდოსთან" გააფორმა კონტრაქტი და გუნდს მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

საბოლოოდ, ისინი ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და ბრაზილიელი იქიდანაც წამოვიდა. საფრანგეთიდან საუდის არაბეთის "ალ ნასირში" გადავიდა, შემდეგ MLS-ის "დალასში", ასევე "პალმეირასში", ვიეტნამურ "ჰაიფონგსა" და ბერძნულ "კავალაშიც" იყო, მაგრამ არ უთამაშია.

2010 წელს დენილსონმა ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა და კარიერაც დაასრულა.

ამის შემდეგ ტელევიზიას მიჰყო ხელი და საფეხბურთო გადაცემის წაყვანა დაიწყო.

Sportall.Ge

"მე არაფერს ვნანობ. ბევრი ოცნებობს ფეხბურთელობაზე, მაგრამ ვერასდროს აღწევს მწვერვალს. ვითამაშე ევროპაში, ეროვნულ ნაკრებთან ერთად სხვადასხვა ტიტული მოვიგე. ეს ყველაფერიც რომ არ მქონდეს, ის მაინც მემახსოვრება, რომ ოდესღაც ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ვიყავი".

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
სახელმძღვანელო ისტორიაა იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კლუბს, მის სტრუქტურას, კადრებს, ისტორიას, საქმისადმი მიდგომას, სკაუტების გამჭრიახობას და ასევე დამწყები მოთამაშეთათვის მოტივაციის შემადგენელს.
გიორგი
16:00 06-02-2021
0
კარგად მახსოვს დენილსონის შოუ 2002 წელს


პ.ს

კარგი სტატიააა
1

სიახლეები პოპულარული