დანი ალვეშის რჩევა "ბარსას" მცველს: უბრალოდ, მესის მიეცი პასი

AutoSharing Option
"სან პაულუს" მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა "ბარსელონას" მარჯვენა მცველ სერჟინიო დესტზე ისაუბრა.

"რა რჩევას მივცემდი დესტს? ყველაფერი მარტივია, უბრალოდ პასი მესის მიეცი.

ჟორჟინიო მაღალი დონის ფეხბურთელია. მას "ბარსაში" კარგად თამაში შეუძლია, თუმცა შედარებები არ მიყვარს.

მსგავსი რამ იყო ჩემსა და კაფუს შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ შედარებებს აზრი არ აქვს", - თქვა ალვეშმა.

მომზადებულია RAC1-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი თუ ესე იტანჯება, ჯობია მართლა წავიდეს ბარსელონიდან,მისთვისაც და გუნდისთვისაც ასე აჯობებს, ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მაგრამ ასე სეირნობს უკვე კაი ხანია, თითქოს ბარსა 10 კაცით თამაშობს ყოველ თამაშში! იქნებ რამენაირად მოერიოს თავს და მოვიდეს ხასიეთზე, ყველაფერი ხელის გულზე აქ! სიყვარული ხალხის, გვერდში დგომა ფეხბურთელების, პატივისცემა, მილიონები, მსოფლიოს ერთერთ ბრენდი გუნდის კაპიტანია, ავტორიტეტია, ეს პრეზიდენტიც იაბრძანეს მესისთან კომფლიქტის გამო და მეტი რა უნდა? ნამეტანი მოსდის ეხლა, ჭირვეული ბავშვით იქცევა, ბალოტელი ხომ არაა , ბოლოსდაბოლოს, რო ვერ გავიგოთ რა უნდა.
Vasili
07 ნოემბერი 2020 15:38
0
იცი რა არის? არიან ადამიანები ვისაც შეურაცყობას მიაყენებენ და ვითომც არაფერი ისე გაატარებენ, არიან მეორე კატეგორიის ადამიანები, ვისაც წყენა დიდ ხნით გაყვებათ,აი ასეთ მეორე კატეგორიას ეკუთვნის ლეო. რა ქნას ეს მისი ხასიათია. ჩვენს უსაყვარლეს ლეოს, ვუსურვებთ მალე გამოვიდეს ამ მსგომარეობიდან და დარჩეს ბარსაში! ვერ წარმომიდგენია მესი სხვა გუნდის მაისურით.
ვასილსს
07 ნოემბერი 2020 16:12
0
ეეჰ დანი ალვეშ, შე საუკეთესო ფეხბურთელო! შენც როგორ მოგექცნენ უღირსად, როგორ გაგიშვეს ერთი ხელის მოსმით, თითქოს ვინმე დაბალი დონის ფეხბუერთელი იყავი. აი ასეა ლეგენდებს არ აფასებენ.
levani
07 ნოემბერი 2020 14:43
0
ის მესი აღარ არის შენ დროს რომ იყო.
koko
07 ნოემბერი 2020 10:48
2
მესი ისევ ის მესია, უბრალოდ ბარტომეუს კითხე, რატომ არ არის მესი ხასიათზე. ყველანაირად გაუფუჭეს თამაშის ხალისი, ასეთ მაგარ ფებურთელს. ამას დაემატა მისი საუკეთესო მეგობრის დამამცირებელი გაშვებაც, რომელიც მესის პირადი შეურაცყობაც იყო. მე ყველანაირად მესმის ლეოს მდგომარეობის.
!!!!
07 ნოემბერი 2020 14:39
0
ეგ ჟორდი ალბაზე უკეთესად არავინ იცის
დინამოელი
06 ნოემბერი 2020 17:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული