ერთა ლიგა: გერმანიამ ესპანეთთან საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი "მანჩესტერ სიტის" მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა წააგო და B დივიზიონში გავარდა.

ესპანეთმა საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა გერმანია და ნახევარფინალში გავიდა. ჰეთ-თრიკი "მანჩესტერ სიტის" 20 წლის თავდამსხმელმა ფერან ტორესმა შეასრულა. ეს კარიერაში მისი პირველი ჰეთ-თრიკია. მასპინძელთა მცველმა სერხიო
რამოსმა 43-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. გერმანიამ ოფიციალურ მატჩებში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა, "ფურია როხამ" კი ბოლო 7 საშინაო მატჩი საერთო ანგარიშით 30:0 მოიგო.

ლიგა A. 3 ჯგუფი
სპლიტი. „პოლიუდი“
ხორვატია - პორტუგალია 2:3
გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (29), 1:1 დიასი (53), 1:2 ფელიქსი (61), 2:2 კოვაჩიჩი (64), 2:3 დიასი (90+1)
გაძევება: როგი (51, ხორვატია)

პარიზი. „სტად დე ფრანსი“
საფრანგეთი - შვედეთი 4:2
გოლები: 0:1 კლასონი (4), 1:1 ჟირუ (16), 2:1 პავარი (36), 3:1 ჟირუ (59), 3:2 ქვაისონი (88), 4:2 კომანი (90+5)

ლიგა A. 4 ჯგუფი

სევილია. „ოლიმპიკო“

ესპანეთი - გერმანია 6:0
გოლები: 1:0 მორატა (17), 2:0 ტორესი (33), 3:0 როდრი (38), 4:0 ტორესი (55), 5:0 ტორესი (71), 6:0 ოიარსაბალი (89)

შვეიცარია - უკრაინა (გადაიდო)

ლიგა C. 1 ჯგუფი

ლუქსემბურგი. „ჟოზი ბარტელი“

ლუქსემბურგი - აზერბაიჯანი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: სინანი (45, ლუქსემბურგი)

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - კვიპროსი 4:0
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (14), 2:0 ბოლევიჩი (25), 3:0 ბოლევიჩი (28), 4:0 მუგოშა (60)

ლიგა D. 1 ჯგუფი


ანდორა. „ნასიონალი“
ანდორა - ლატვია 0:5
გოლები: 0:1 ჩერნომორდი (6), 0:2 იკაუნიეკსი (57), 0:3 იკაუნიეკსი (60), 0:4 გუტკოვსკი (70, პენ), 0:5 კროლისი (90, პენ)
გაძევება: გარსია (89, ანდორა)

ტაქალი. „ნასიონალი“

მალტა - ფარერები 1:1
გოლები: 1:0 გიიომე (54), 1:1 იოუნსონი (69)

ლიგა D. 2 ჯგუფი

გიბრალტარი. „ვიქტორია“

გიბრალტარი - ლიხტენშტაინი 1:1
გოლები: 1:0 ბრენდლე (17, საკ. კარში), 1:1 ფრიკი (44)

მკითხველის კომენტარები / 5 /
იჰ კომენ აუ დანგე ზიხთ ია ია ია გაუკეთეს :)))))))))))))
borgati
18 ნოემბერი 2020 14:57
3
აუუ, რა გამისწორდა ამ "გერმანული მანქანის" ავარია?!!!
გია
18 ნოემბერი 2020 12:56
4
ლიოვმა თავი მოიჭრა და ისევ დატოვეს, საცოდაობაა......
gio
18 ნოემბერი 2020 11:50
0
ისედაც არაპროგნოზირებადი ფეხბურთი ამ კორონამ მთლად თავდაყირა დააყენა.DDD
hhh
18 ნოემბერი 2020 11:25
2
ლიოვი სანამ ხელჯოხით ან ინვალიდის ეტლით არ ივლის, იქამდე უნდა დაამწნილონ? შაჰია, აიათოლაა თუ იმპერატორი? მაინცდამაინც ჩვენთან უნდა წააგოს, რომ გაუშვან? 2014 წლის შემდეგ მსოფლიოს 4გზის ჩემპიონი ბღლარძუნის დემონსტრირებას ახდენს . 2018 წელს თავი მოიჭრა და ისევ დატოვეს. უბრალოდ საცოდაობაა ასეთი უილაჯო და უფანტაზიო გრანდის ყურება.
: )))))))
18 ნოემბერი 2020 02:38
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული