პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი "მანჩესტერ სიტის" მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა წააგო და B დივიზიონში გავარდა.
ესპანეთმა საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა გერმანია და ნახევარფინალში გავიდა. ჰეთ-თრიკი "მანჩესტერ სიტის" 20 წლის თავდამსხმელმა ფერან ტორესმა შეასრულა. ეს კარიერაში მისი პირველი ჰეთ-თრიკია. მასპინძელთა მცველმა სერხიო
რამოსმა 43-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. გერმანიამ ოფიციალურ მატჩებში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა, "ფურია როხამ" კი ბოლო 7 საშინაო მატჩი საერთო ანგარიშით 30:0 მოიგო.
ლიგა A. 3 ჯგუფი
სპლიტი. „პოლიუდი“ხორვატია - პორტუგალია 2:3
გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (29), 1:1 დიასი (53), 1:2 ფელიქსი (61), 2:2 კოვაჩიჩი (64), 2:3 დიასი (90+1)
გაძევება: როგი (51, ხორვატია)
საფრანგეთი - შვედეთი 4:2
გოლები: 0:1 კლასონი (4), 1:1 ჟირუ (16), 2:1 პავარი (36), 3:1 ჟირუ (59), 3:2 ქვაისონი (88), 4:2 კომანი (90+5)
ლიგა A. 4 ჯგუფი
სევილია. „ოლიმპიკო“
ესპანეთი - გერმანია 6:0
გოლები: 1:0 მორატა (17), 2:0 ტორესი (33), 3:0 როდრი (38), 4:0 ტორესი (55), 5:0 ტორესი (71), 6:0 ოიარსაბალი (89)
ლუქსემბურგი. „ჟოზი ბარტელი“
ლუქსემბურგი - აზერბაიჯანი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: სინანი (45, ლუქსემბურგი)
პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - კვიპროსი 4:0
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (14), 2:0 ბოლევიჩი (25), 3:0 ბოლევიჩი (28), 4:0 მუგოშა (60)
ლიგა D. 1 ჯგუფი
ანდორა. „ნასიონალი“
ანდორა - ლატვია 0:5
გოლები: 0:1 ჩერნომორდი (6), 0:2 იკაუნიეკსი (57), 0:3 იკაუნიეკსი (60), 0:4 გუტკოვსკი (70, პენ), 0:5 კროლისი (90, პენ)
გაძევება: გარსია (89, ანდორა)
ტაქალი. „ნასიონალი“
მალტა - ფარერები 1:1
გოლები: 1:0 გიიომე (54), 1:1 იოუნსონი (69)
ლიგა D. 2 ჯგუფი
გიბრალტარი. „ვიქტორია“
გიბრალტარი - ლიხტენშტაინი 1:1
გოლები: 1:0 ბრენდლე (17, საკ. კარში), 1:1 ფრიკი (44)