11 სექტემბერი 2001 წლამდეც მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქის თარიღი იყო, 1973 წლის სწორედ 11 სექტემბერს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რასაც, მოგვიანებით, ნეოლიბერალური რევოლუცია მოჰყვა. ხელისფულებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა, რომელსაც აუგუსტო პინოჩეტი ხელმძღვანელობდა, ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ კი თავი მოიკლა...
ჩილეში დიქტატურის დამყარებისთანავე სანტიაგო ალყაში მოექცა, სისხლიღვრის შედეგად კი ათასობით ადამიანი დაიხოცა. ქალაქის ტერიტორიაზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთათვის რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი შექიმნა, ერთერთი კი ქვეყნის მთავარ არენა - "ნასიონალზე" განლაგდა, ხალხი მინდორში ჰყავდათ დბმული, ჩვენებებს კი ტრიბუნებზე იწერდნენ.
1973
წლის 21 ნოემბერს კი ამ არენაზე 1974 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩი უნდა გამართულიყო - ჩილე სსრკ-ს გუნდს მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს, ლენინის სახელობის არენაზე, მოსკოვში ფრედ, 0:0 დასრულდა.
გასაგები მიზეზების გამო, სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მატჩის ადგილმდებარეობის გადატანის თხოვნით მიმართა. თუმცა ორგანიზაციის ინგლისელმა ხელმძღვანელმა სტენლი როზუმა განაცხადა, რომ ჩილეს მთავრობიდან უსაფრთოხების უზრუნველყოფის გარანტიები მიიღო და სანტიაგოდან მატჩის გადატანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
არა და იმავე წელს, 2 თვით ადრე, სწორედ როუზი იყო მთავარი ინიციატორი ჩრდ. ირლანდიისა და ბულგარეთის მატჩის შეფილდში გადატანისა, რისი მიზეზიც ინგლისის მთავრობის წინააღმდეგ ბელფასტში მიმდინარე პროტესტი გახლდათ. როუზმა მიზანს მიაღწია და მატჩი შეფილდში გადაიტანეს.
სსრკ-ს ნაკრები კი ჩილეში არ გაფრინდა, ფიფამ საბჭოელებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალათ და მუნდიალზე ჩილეს ნაკრების გავიდა.
აბსურდულ სიტუაციაში სამხრეთამერიკელებმა წარმოდგენის გადგმა გადაწყვიტეს. 1973 წლის 21 ნოემბერს "ნასიონალის" სტადიონზე ჩილეს ნაკრების ფეხბურთელები გამოვიდნენ, მოედნის ცენტრში გაათამაშეს ბურთი, ნელ-ნელა მივიდნენ კარამდე და გუნდის კაპიტანმა ფრანცისკო ვალდესმა ბურთი ძელებს შორის შეაგორა.
მსაჯმა მაშინვე ხმამაღლა ჩასტვინა და ჩილეს გამარჯვება დააფიქსირა: 1:0. ეს კი მეორე შემთხვევა იყო, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები მისი არსებობის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.
ანუ, სსრკ-ს ჩვეული სპორტულ-პოლიტიკური პროვოკაცია ვერ გავიდა და ფიფამ მათ თავის მოტყუების უფლება არ მისცა.
საბჭოთა ნაკრებს (ქართველებიც თამაშობდნენ) სხვა მოედანზე თამაშზე უარი არ უთქვამს.
ოღონ სსრკ-ს აგინოთ და პინოჩეტიც კარგია!
ტვინი მაგრად გამოგერეცხათ ბოლო 30 წელიწადში!
ორივეს დედაც - პინოჩეტისაც და რუსეთისაც, აქოთქოთება ეგ კომენტარებია, რადგან რუსი ნაგავია ე.ი. სხვა ნაგავი კარგია?
ერთი დღე არ შეგიძლიათ, რომ რუსეთი არ წამოიძახოთ, დაივიწყეთ რა როგორც უხსენებელი. მის გარეშე ვერ არსებობთ. ერთი პირდაპირ თქვით პინოჩეტი კარგი და ჯიგარი იყო? რუსეთის გამო პინოჩეტი მოგწონთ?
ეგ ავგუსტო იყო დემოკრატიის შუქურა თუ სინამდვილეში საკუთარი ხალხის მკვლელი? წახვალთ-წამოხვალთ და ისევ რუსესეთით ცხოვრობთ. პინოჩეტზე თქვით აბა რამე (რუსეთისგან დამოუკიდებლად).