"კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი თბილისში გავიტანე" - ამბობს გორან პანდევი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელ გორან პანდევს მიაჩნია, რომ კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გაუტანა.

"უდავოდ ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლია, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ეროვნულ გუნდში 20 წელია ვარ, ბევრი ცუდი რამ მოხდა, ბევრი უსიამოვნება გადავიტანე. თუმცა, როგორც კი მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ თავისი პროექტი გამაცნო, დიდხანს არ მიფიქრია და დაბრუნება გადავწყვიტე.

ჩვენ მშვიდად თამაში და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია", - განაცხადა პანდევმა Ал-џазира балкан-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროდ,დღეს ჩვენს ქვეყანაში არის პატრიოტიზმის დეფიციტი,რაც ყოველ ნაბიჯში და ყველაფერში ჩანს.
გულშემატკივარი
01:21 24-11-2020
0
ამ მომენტში კაკაბაძე რანაირად იქცევა , ვერ ვხვდები, რაღა მაგ დროს? მინდორის გაკეთებაც პრობლემა რატოა ? ჩიხურას წარმომადგენელი იძახდა ერთერთ გადაცემაში ჩვენ უკეთესი მინდორი გვაქ საჩხერეში ვიდრე დინამოსო
Vasili
23:50 23-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული