"მელოდე, მოგნახავ" - მარადონას ვაჟიშვილი გამოეთხოვა

AutoSharing Option
დიეგო მარადონა - უმცროსი, რომელიც კორონავირუსითაა დაავადებული და რეანიმაციაშია, თავის ლეგენდარულ მამას გამოეთხოვა.

"ვერც წარმოგიდგენია, როგორი ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით... როდესაც გვერდით იყავი, თავს დაუმარცხებლად ვგრძნობდი. ვერ წარმოიდგენ, როგორ მომენატრება შენთან ჩახუტება, როგორ მომენატრება ის დრო, როცა ერთად ვუყურებდით ჩვენი საყვარელი "ნაპოლის" თამაშს!

ჩემი შვილები? როგორ იცხოვრებენ საყვარელი ბაბუის გარეშე? გპირდები, მათ მუდამ ეხსომები, დაგიცავენ და სიამაყით ილაპარაკებენ ბაბუაზე!

მამავ, ჩემი გულის კაპიტანო, შენ არასოდეს მოკვდები, რადგან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეყვარები. მელოდე, როდესაც ჩემი დრო მოვა, მოგნახავ რადგან მუდამ შენს გვერდით
ყოფნა მსურდა, რადგან შვილს მამის გვერდით არაფრის ეშინია.

ბედნიერ გზას გისურვებ ჩემი გულის "ათიანო". მიყვარხარ", - წერს მარადონა - უმცროსი "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიეგოს დაფასება ის იქნება მის შთამომავლობა ერთ მისნაირს კიდე თუ გაზრდით.D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული