"მე ლეო, როგორც მოწინააღმდეგე, არასდროს დამინახავს..." - რონალდო

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გუშინდელი მატჩის შემდეგ მესიზე კომენტარი გააკეთა. 

შეგახსენებთ, გუშინ "იუვენტუსმა" "ბარსელონა" 3:0 დაამარცხა. პორტუგალიელმა თავი 2 გოლით გამოიჩინა. 

რონალდოს თქმით, მესის მიმართ ყოველთვის გულთბილად იყო განწყობილი.

"მე და მესის ერთმანეთთან ყოველთვის გულთბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენ 12-14 წლის განმავლობაში ერთმანეთის გზებს სხვადასხვა ცერემონიაზე ვკვეთდით. მე ლეო, როგორც მოწინააღმდეგე, არასდროს დამინახავს. 

ის, ისევე, როგორც მე, ყოველთვის ცდილობს, საკუთარ კლუბს წარმატება მოუტანოს.

მოწინააღმდეგე და მტერი პრესისთვის და შოუსთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან გულთბილი დამოკიდებულება გვაქვს.

მომზადებულია sport-ის
მიხედვით


altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: სკანდალურად შეწყვეტილი პსჟ-"ისტანბული" და "იუვეს" მიერ განადგურებული "ბარსა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენ კი სცემთ ერთმანეთს პატივს მგრამ თქვენი გუნდები რომ შავ დღეში არიან ფაქტია.იუვე მთლიანად კრიშტიანოზეა დამოკიდებული ხოლო ბარსას ლეოც ვეღარა შველის იმდენად აჭრილები არიან დანარჩენი ფეხბურთელები.
ასე მგონია.
13:38 09-12-2020
0
აღარ მოგწყინდათ რონალდუს წინააღმდეგ უსამართლო კომენტარები.შეიძლება დრიბლიგი არ არის რონის კოზირი სამაგიეროთ სისწრაფე თავით თამაში ბრძოლის უნარიანობა,ლიდერობა.კაცს 752 ბურთი აქვს გატანილი.მათ შორის გადამწყვეტი გოლები .ყველა თანაგუდელი ვისთანაც უთამაშია პატივისცემით ეპყრობა.მესის ზფხულში პრობლემები რომ ქონდა კაცური მხარდაჭერა გამოხატა.სანათესაოს და სამეგობროს მაგრად უდგას გვერდში.რაც მთავარია პორტუგალიელი ხალხისთვის ნამდვილი გმირია.რაც შეეხება ქალებს ოფიციალურად ყავდა რამდენიმე ლამაზი გიოლფრენდი ახლაც ერთ მშვენიერ ქალბატონთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.ისე რა ჩვენი საქმეა რამდენი ქალი ყოლია.მოკლედ მაგარი კაცია.
ჩემი აზრით
20:49 09-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული