გამოცემის ინფორმაციით, ივლისის ბოლო გამართული ოჯახური წვეულების ერთერთი მონაწილე მუხლის არეში მძიმედ დაიჭრა, დაზარალებულმა კი პოლიციას 1 თვის წინ მიმართა.
დაიწყო გამოძიება, რომლის მიხედვითაც დანაშაულში ეჭვმიტანილი და შესაბამისად, ბრალდებულიც კვინსი პრომესი გახლავთ, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
კვინსი პრომესი ფეხბურთის გულშემატკივრებმა მოსკოვის "სპარტაკში" თამაშით გაიცნო. რუსეთის პრემიერ ლიგიდან პრომესმა "სევილიას" მიაშურა, შემდეგ კი "აიაქსის" ფეხბურთელი გახდა.