სასამართლომ დიეგო მარადონას სხეულის კრემაცია აკრძალა

AutoSharing Option
არგენტინის სასამართლომ აკრძალა უკვე დაკრძალული დიეგო მარადონას სხეულის შესაძლო კრემაცია, რადგან არაა გამორიცხული, სადავო სამემკვიდრეო საქმეებზე მისი მამობის საკითხის დადგენა გახდეს საჭირო, - იტყობინება "როიტერი".

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიუხედავად იმისა, რომ მარადონას ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი ყოფილი კლიენტის დნმ-ის ნიმუშები აღებული და შენახულია.

მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტს შეადგენს და მასზე პრეტენზიას 16 ადამიანი აცხადებს: 5 კანონიერი შვილი, 7 შვილი, რომლებიც ქორწინების გარეშე შეეძინა და 4 და. 25 წლის მეგალი ჰილი ამტკიცებს, რომ დიეგოს შვილია და ეს ორი წლის წინ
შეიტყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული