
გარდაცვლილი ლეგენდარული არგენინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ქონების ხელში ჩასაგდებად მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბრძოლა დაიწყეს, - იტყობინება "სანი".
გამოცემის ცნობით, მარადონას ქონება 37 მილიონ ფუნტს შეადგენს და მასზე პრეტენზიას 16 ადამიანი აცხადებს: 5 კანონიერი შვილი, 7 შვილი, რომლებიც ქორწინების გარეშე შეეძინა და 4 და.
დიეგოს 2012 წელს ანდერძი დაუწერია, თუმცა შემდეგ გაუუქმებია. მარადონას აქტივები შვეიცარიაში, დუბაისა და ბუენოს-აირესში ინახება. მას აგრეთვე შთამბეჭდავი ავტოპარკი დარჩა.
არგენტინის კანონმდებლობის მიხედვით შვილებისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არ შეიძლება და ყველამ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.