რუსეთი 2 წლით მოკვეთეს - ყატარის მუნდიალზე დროშისა და ჰიმნის გარეშე

AutoSharing Option
ლოზანის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) განიხილა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილება, რუს სპორტსმენებს 2024 წლის ჩათვლით აეკრძალოთ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა. სანქციები ეხება ასევე რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას.

სასამართლომ ფაქტობრივად სწორად ცნო ანტისადოპინგო სააგენტოს ვერდიქტი, ოღონდ აკრძალვა ოთხი წლიდან ორ წლამდე შეამცირა. საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა კი მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს შეეძლებათ, რომლებიც მკაცრ დოპინგ-შემოწმებას გაივლიან.

რუსეთის წარმომადგენლებს აკრძალული აქვთ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პოსტების დაკავება. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს, რათა შეწყვეტილი უფლებამოსილება აღუდგეს,
გარდა იმისა, რომ მკაცრად უნდა იმოქმედოს საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს წეს-კანონებით, მოუწევს 1 270 00 დოლარის გადახდა.

სანქციები არ ეხება 2021 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობას და ასევე 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომლის ჩატარება სანკტ-პეტერბურგშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება 2022 წლის ყატარის მუნდიალს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ნაკრები შესარჩევ ტურნირს გადალახავს, იქ ნეიტრალური დროშითა და ჰიმნის გარეშე მოუწევს მონაწილეობის მიღება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რუსეთის ნაკრები დაბერდა და "გადაკრუხდა". მესამე წელია შევსება არ მიუღია. საკითხავი, ჯერ მისი მსოფლიო პირველობაზე გასვლაა, და შემდეგ დროშა და ჰიმნი.
tngh
15:42 18-12-2020
4
ასე მოკვეთეს ვითომ ზამთრის ოლიმპიადიდან და ამ ნეიტრალურმა ვითომ რუსებმა კი მოიგეს ხოკეიში ოქროს მედლები....
თუ ხსნი მოხსენი, მაინც თუ რუსებმა უნდა ითამაშონ დროშა რა შუაშია? ხოდა თუ მაინც ათამაშებ, ვინც ეგ გადაწყველება მიიღო ტარიც იმან გაიკეთოს მაშინ....
გია
15:09 18-12-2020
2

სიახლეები პოპულარული