"ვორსკლას" მწვრთნელს წიტაიშვილის იმედი აქვს

AutoSharing Option
ახლახან ცნობილი გახდა, რომ კიევის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "ვორსკლაში" ითამაშებს. ამის თაობაზე კომენტარი პოლტავური გუნდის მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა გააკეთა.

"იმედია, წიტაიშვილი დაგვეხმარება. პერსპექტიული ფეხბურთელია. სხვა პოზიციების გაძლიერებაც გვინდა, მაგრამ ვნახოთ. ფეხბურთელების კლასზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ჯერ არ ვიცით, ვის დავიმატებთ", - განუცხადა მაქსიმოვმა ტელეარხ "ფუტბოლს".

ამ სეზონში კიეველთა რიგებში წიტაიშვილმა მხოლოდ 125 წუთი ითამაშა და პრაქტიკის მისაღებად გაუშვეს "ვორსკლაში", რომელიც ჩემპიონატზე 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არდრე დავწერე, ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთსო. მიზეზად კი ის დავასახელე რომ 19-20 წლის ფეხბურთელი ვარჯიშზე უფრო მეტს უნდა ფიქრობდეს, ვიდრე სხეულის ტატუებით მოხატვასა და "იმიჯზე".

სწორ ფსიქოლოგიას და პროფესიონალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იცოდე სპორტსმენმა როდის გაქვს ჯერ ისევ ბევრი დასამტკიცებელი და უამრავი ოფლი დასაღვრელი და როდის გახდი უკვე ვარსკვლავი და შეგიძლია სპორტის მიღმა სხვა რაღაცებს დაუთმო დრო. ამან ფაქტია არ იცის.

ისევ იმ აზრზე ვარ
21:07 22-12-2020
0
ასე თუ გააგრძელა “პროგრესი” მოუწევს ვაჩიბერიძესავით ლატვიაში ან მეორე ლიგაში თამაში
ვახო
11:25 23-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული