ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიეგო მარადონას ორგანიზმი მედიკოსმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღნიშნული კვლევის შედეგები ცნობილი გახდა.
რეპორტის მიხედვით, არგენტინელი ლეგენდის სხეულში მეცნიერებმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ დიეგოს ორგანიზმში აღმოჩნდა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები: ვენლაფაქსინი, კვეტიაპინი, ლევეტირაცეტამი და ნატრექსონი.
ვენლაფაქსინი და კვეტიაპინი ანტიდეპრესანტებს წარმოადგენს, ლევეტირაცეტამი ანტიეპილეფსიური პრეპარატია, ხოლო ნალტრექსონი ოპიოდური მოქმედების საწინააღმდეგო ნივთიერებაა და ძირითადად, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიყენებენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატებს არითმიის გამოწვევა შეეძლო. ექსპერტებმა უნდა გააანალიზონ, სწორი იყო თუ არა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების
მქონე ადამიანისთვის ამ პრეპარატების დანიშვნა.
მომზადებულია Telam-ის მიხედვით