championat-ის ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივის" აღმასრულებელ დირექტორად 37 წლის რომან ასხაბაძე (აღსაბაძე) დაინიშნება.
ამის შესახებ კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვლადიმის ლეონჩენკომ განაცხადა, რომელიც მასთან ერთად ვორონეჟის "ფაკელში" მუშაობდა.
ასხაბაძე მოსკოვშია დაბადებული, 2009-2015 წლებში "სპარტაკის" გენერალური დირექტორი იყო, შემდეგ კი ანალოგიური პოსტი სომხეთის "ბანანცსა" და "ფაკელში" ეკავა.
შეგახსენებთ, გუშინ "ლოკოს" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე გადააყენეს.