იბრაჰიმოვიჩმა შეიძლება საქართველოს ნაკრებთან ითამაშოს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფში საქართველოს ნაკრები შვედეთთან ერთად მოხვდა და ტურნირს ამ გუნდთან მატჩით იწყებს და ასრულებს - 25 მარტსა და 11 ნოემბერს შეხვდება.

აქამდე "ტრე კრუნურის" მწვრთნელი იანე ანდერსონი ამბობდა, რომ "მილანის" 39 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში არ დაბრუნდებოდა, ამჯერად კი ამის ალბათობა არ გამორიცხა.

"თუ ზლატანი კარს გააღებს, ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ. ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩება. როგორი არჩევანიც არ უნდა გავაკეთო, მე მაინც გამაკრიტიკებენ", - ციტირებს ანდერსონს "გაძეტა დელო სპორტი".

იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში
116 მატჩში 62 გოლი გაიტანა და მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. უკანასკნელად მან ეროვნულ გუნდში 2016 წლის ზაფხულში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხლა მოუნდება ყვეას დაბრუნება, ჰენრიკ ლარსონიც გამოჩნდება ალბათ
0
ეგღა გვაკლდა. ნავალოვსკი დაიჭერს ალბათ, იღლიაში შეუძვრება და შეუღიტინებს.
ეს ხუმრობით - წარმატებები ნავალოვსკის და საქართველოს ნაკრებს!
არჩი
22:03 02-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული