გუშინ "უდინეზესთან" მატჩში "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა, კარიერაში ყველა ტურნირზე 1032 მატჩში 758 გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. თუმცა ლეგენდარული ბრაზილიელის "ინსტაგრამი" ამტკიცებს, რომ მის ანგარიშზე არა 757 (812 შეხვედრაში), არამედ 1283 გოლია.
აბსოლუტურ რეკორდსმენად ჩეხი იოზეფ ბიცანი ითვლება, რომელმაც 1931-55 წლებში 759 გოლი გაიტანა.
ამას წინათ "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო, რაც თავად ბრაზილიელმა მიულოცა, თუმცა "სანტოსი" ირწმუნება, რომ მათ გუნდში პელემ 1091 გოლი გაიტანა.
რონალდოს მიღწევა ინგლისის ნაკრების
ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მიულოცა. "კრიშტიანომ პელეს რეკორდი დაამხო, 758 გოლი გაიტანა. ეს 18 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში დაახლოებით 42 გოლია. გონების დამაბნელებელია", - წერს ლინეკერი "ტვიტერზე".