მესიმ პელეს რეკორდი დაამხო და არგენტინაში გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ვალიადოლიდი".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ლეომ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა - გასულ სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე პასი იყო. "მარკას" ცნობით, შობის სახლში აღსანიშნავად ის თამაშის შემდეგ კერძო თვითმფრინავით არგენტინაში გაფრინდა.

"ბარსელონა" 24 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 დეკემბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

ვალიადოლიდი. "ხოსე ზორილა"
ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლანგლე (21), 0:2 ბრეიზუეითი (35),
0:3 მესი (65)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის დარტყმა მეშვიდე წუთზე (რომელიც ააცილა), მის გატანილ გოლზე ლამაზი იყო, გენიოსია
Optimus
10:47 25-12-2020
1
Male peles statistikac ar shercheba
Milani
20:29 23-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული