სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" ტურინში 4:1 დაამარცხა "უდინეზე".
"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა - პირველი მიმდინარე ტურნირზე. მის ანგარიშზე 14 გოლია და ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება, რომელმაც 19 გოლი გაიტანა.
კრიშტიანომ კლუბსა და ნაკრებში 20+ გოლი ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა.
"იუვენტუსი" 27 ქულით მეხუთე ადგილზეა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 6 იანვარს გასვლაზე ლიდერ "მილანს" შეხვდება.
ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 რონალდო (31), 2:0 კიეზა (49), 3:0 რონალდო (70), 3:1 ზეგელარი (90), 4:1 დიბალა (90+3)