წიტაიშვილი მაღალი დონის ფეხბურთელია და გაგვაძლიერებს - ამბობს "ვორსკლას" მეკარე

AutoSharing Option
ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის სეზონის ბოლომდე "ვორსკლაში" გადასვლამ გაახარა ამ გუნდის მეკარე დმიტრი რიზნიკი, რომელიც მასთან ერთად 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აი, რა განაცხადა მან Брутальный футбол-თან ინტერვიუში:

"იმედი გვაქვს, რომ გიო გაგვაძლიერებს. ვთვლი, რომ იჯარით ტყუილად როდი აიყვანეს, მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი. მაღალი კლასის ფეხბურთელია, სწრაფი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, “ვორსკლა” უნდა გააძლიეროს".

უკრაინის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე მყოფი "ვორსკლა" ამჟამად შეკრებაზე ანტალიაში იმყოფება, პრემიერლიგა კი 13 თებერვალს განახლდება და მე-14 ტურში პოლტავური გუნდი გასვლაზე "რუხს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული