"YouTube"-მ "ახმატს" ოფიციალური არხი დაუბლოკა. მიზეზი ისაა, რომ 10 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დაადო ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს.
სანქციები ეხება კადიროვის აქტივებსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, რომელთა შორისაა საფეხბურთო კლუბი "ახმატი". აშშ-ის ხელისუფლება კადიროვს ბრალს სდებს ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობასა და ადამიანების უფლებათა დარღვევაში. ის "მაგნიტსკის სიაშია" შეყვანილი.
კადიროვისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების მთელი ქონება, რომელიც აშშ-ში ან იმ ტერიტორიებზეა, სადაც აშშ-ის კანონმდებლობა მოქმედებს, დაბლოკილი ან ამოღებული იქნება. ამას გარდა, აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქციებში მოხვედრილ
პირებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა.