გაირკვა როგორ დაინიშნა "რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი იტალიური გუნდის თავკაცად

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავის" ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი სერია D-ს Е ჯგუფის "სიენას" ჩაუდგა სათავეში. ის უკვე ერთი კვირაა იტალიაშია და დღეს გუნდი პირველად ავარჯიშა.

"სიენა" ადრე სერია A-ში თამაშობდა, შემდეგ დიდი ვალები დაედო და გაბანკროტდა. 2020 წლის 31 აგვისტოს კლუბი სომხურმა ჰოლდინგმა "ნოამ" შეიძინა, რომლის მფლობელობაში სომხური "არცახი" და ლატვიის დაუგავპილსკის "ლოკომოტივია". ამ ჰოლდინგის პრეზიდენტი ბიზნესმენი კარენ აბრამიანია. მან gol.ru-სთან დაადასტურა, რომ "სიენა" შეიძინა.

კაზარიანმა კლუბი რომან გევორქიანს ჩააბარა, მან კი მწვრთნელად გაზაევი დანიშნა. როგორც "სიენას" ახალი მეპატრონეები
აცხადებენ, მიზანი გუნდის ზედა დივიზიონში გადაყვანაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზაევი დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტია და მისი იტალიურ გუნდში დანიშვნა გასაკვირია.

გაზაევი ბოლოს "ტობოლში" მუშაობდა და მის შესახებ ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანდრეი სიდელნიკოვმა შემდეგი განაცხადა: "თავი ძალიან მაღლა ეჭირა, თუმცა როგორც მწვრთნელმა ვერაფერს ვერ მიაღწია. პატივს არავინ არ სცემდა, ავტორიტეტი არ ჰქონდა. ეტყობა ამას გრძნობდა და დაკომლექსდა".

"სიენას" მწვრთნელის პოსტზე გაზაევმა იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიენა მაგარი ქალაქია, თუ დაქვეითდებიან შემდეგ ლიგა-ეჩელენცაში --- ოსურ-სომხურ მენეჯმენტს ვენდეტა არ ასცდებათ!
ფერნანდო
26 იანვარი 2021 17:25
0
ალი-კვალი მამამისია. სულ მაინტერესებს გაზაევების ამბავი, სად არიან, როგორ არიან, რძალი როგორი გოგოა, სამუშაო აქვთ და რამდენი გამოსდით ხელზე?
ვასია
26 იანვარი 2021 10:33
1
მეც შენ დღეში ვარ. ამათზე ინფორმაციები ძალიან მჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად. :) :):)
izi
26 იანვარი 2021 11:38
2
საცოდავი სიენელები
ირაკლი
26 იანვარი 2021 01:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული