"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის ორგანიზაციამ 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ჟოზე "მამლებამდე" "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსიში", მადრიდის "რეალში", "ინტერსა" და "პორტუში" მოღვაწეობდა. 

მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გავიდა. 

მესამე ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული თავკაცი ალექს ფერგიუსონი და "ბარსელონას", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყოფენ. 

ათეულში ასევე არსენ ვენგერს, კარლო ანჩელოტის, ვისენტე დელ ბოსკეს, დიეგო სიმეონეს, დიდიე დეშამსა და მარსელო ბიელსას შეხვდებით. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altსიმეონე დეკადის საუკეთესო

მწვრთნელია! IFFHS რეიტინგს აქვეყნებს


მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია ძალიან გვიან ვწერ ამ კომენტარს მაგრამ მაინც ხო შეიძლება ვიღაცამ კიდევ შემოვიდეს და შეამოწმოს ეს პოსტი, მოკლედ ალბათ ამაში ყველა დამეთანხმებით რომ მოურინიო პირველზე არ უნდა იყოს არამცთუ ფერგიზე წინაც, ასევე ლუოვიც არ უნდა იყოს ფერგიზე წინ მართალია ლუოვის გერმანიამ 14ში მოიგო მსოფლიო მაგრამ დავიჯერო 13 პრემიერ ლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოზე მეტი თუ არა ტოლი მაინც არაა? თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლუოვის გერმანიამ 18ში და 21ში როგორ "ჩაისვარა" ალბათ 5ეულ-შიც არ უნდა შევიდეს არ ვიცი ეს თქვენ გადაწყვიტეთ. კიდევ შეიძლება აქ ბევრ რამეზე "კამათი" და საუბარი თუმცა ეს შემდგომ ვინმე თუ კიდე შემოვიდა ამ პოსტზე და "დაინტერესედა"...
დათო
14:28 31-12-2021
0
კლოპი პირველია!!!
იოსები
16:41 22-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული