"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის ორგანიზაციამ 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

ჟოზე "მამლებამდე" "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსიში", მადრიდის "რეალში", "ინტერსა" და "პორტუში" მოღვაწეობდა. 

მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გავიდა. 

მესამე ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული თავკაცი ალექს ფერგიუსონი და "ბარსელონას", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყოფენ. 

ათეულში ასევე არსენ ვენგერს, კარლო ანჩელოტის, ვისენტე დელ ბოსკეს, დიეგო სიმეონეს, დიდიე დეშამსა და მარსელო ბიელსას შეხვდებით. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altსიმეონე დეკადის საუკეთესო

მწვრთნელია! IFFHS რეიტინგს აქვეყნებს


მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორაა ეს საუკეთესო საოცარია.ინტერიდან 10 წლის წინ წამოვიდა და მას მერე ნორმალურად და მყარად არც ერთ გუნდში არ ყოფილა.ტიტული არ მოუგია,ევროპა ლიგის გარდა.ყველა კლუბიდან გააგდეს.რას გავდა მისი ბოლო კლუბები.უსახური ჩელსი,უსახური მანჩესტერი და გასაცოდავებული ტოტენჰემი.
Master
18:12 16-02-2021
6
ყველაზე მაგარი ბუკმეკერის ტიტული კი ბატონო, მწვრთნელობა რა შუაშია მოურინიოსთან. "პორტუ" კი ბატონო გაუვარდა, 'ინტერის" ავტობუსი ყველას ახსოვს ანტიფეხბურთით რომ მოიგეს ლიგა. თუ "ჩელსის' ჩემპიონობაზეა საუკეთესო, მაშინ გვარდიოლას რაც ქვეყნების ჩემპიონობა აქვს მოგებული 10 მწვრთნელს ეყოფოდა. თამაშების გაყიდვაში არიან პირველები მოურინიო, ბენიტესი, კლოპი.
.......
13:50 16-02-2021
26

სიახლეები პოპულარული