ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა მალე "ბაიერნს" დატოვებს. ის უკვე აწარმოებს რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას.
"პარიზიენის" ცნობით, მან "რეალისა" და პსჟ-ის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ნახევარდაცვაში უნდა თამაში, დაცვაში კი უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გაირჯება.
ალაბა "ბაიერნში" 2008 წლიდან ასპარეზობს, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა.