შვედი ფორვარდი ყოველთვის ღიად აცხადებდა, რომ მისი კუმირი რონალდო გახლდათ, თუმცა ამჟამად საჯაროდ თქვა, რომ ბრაზილიელი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე მაღლა გახლდათ.
"რონალდო ელ ფენომენო, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთვის სწორედ ისაა ფეხბურთის გზა, თუ როგორ უნდა იარო. ის ისტორიაში საუკეთესოა, ყველანაირი ეჭვის გარეშე. "ფენომენო" ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე მაღლა იმყოფება".
შვედმა პროფესიონალურ დონეზე გოლი 4 დეკადაში გაიტანა, იბრამ კი კარგად იცის, ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთი როგორ შეიცვალა:
"დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს 5 წუთს ათამაშებენ და ბედნიერები არიან.
იბრაჰიმოვიჩმა ასევე ლებრონ ჯეიმსს მიმართა:
"ის ფენომენალურია იმაში, რასაც საქმიანობს, მაგრამ არ მომწონს ხალხი, რომელიც პოლიტიკურ სტატუსებს აქვეყნებს. აკეთე ის, რაც ფანტასტიკურად გამოგდის. მე ფეხბურთს ვთამაშობ, იმიტომ, რომ მე ამაში ვარ კარგი" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა the Discovery Channel-თან ინტერვიუში.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა