იბრამ რონალდოზე ისაუბრა, ახალგაზრდები გააკრიტიკა და ლებრონს ჭკუა დაარიგა

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, რონალდო ლუის ნაზარიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

შვედი ფორვარდი ყოველთვის ღიად აცხადებდა, რომ მისი კუმირი რონალდო გახლდათ, თუმცა ამჟამად საჯაროდ თქვა, რომ ბრაზილიელი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე მაღლა გახლდათ. 

"რონალდო ელ ფენომენო, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთვის სწორედ ისაა ფეხბურთის გზა, თუ როგორ უნდა იარო. ის ისტორიაში საუკეთესოა, ყველანაირი ეჭვის გარეშე. "ფენომენო" ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე მაღლა იმყოფება". 

შვედმა პროფესიონალურ დონეზე გოლი 4 დეკადაში გაიტანა, იბრამ კი კარგად იცის, ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთი როგორ შეიცვალა: 

"დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს 5 წუთს ათამაშებენ და ბედნიერები არიან.
მოხარული ვარ, ძველი სკოლის წინა პლანზე რომ ვდგავარ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სოციალურმა ქსელმა ყველაფერი გაართულა. ახალგაზრდებს არაფერი გაუკეთებიათ, თუმცა თავიანთი თავი ჩემპიონები ჰგონიათ". 

იბრაჰიმოვიჩმა ასევე ლებრონ ჯეიმსს მიმართა: 

"ის ფენომენალურია იმაში, რასაც საქმიანობს, მაგრამ არ მომწონს ხალხი, რომელიც პოლიტიკურ სტატუსებს აქვეყნებს. აკეთე ის, რაც ფანტასტიკურად გამოგდის. მე ფეხბურთს ვთამაშობ, იმიტომ, რომ მე ამაში ვარ კარგი" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა the Discovery Channel-თან ინტერვიუში. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ფენომენი რონალდო, ყველა თაობის საუკეთესო და საყვარელი ფეხბურთელია!
ვახო...
17:15 26-02-2021
2
ფენომენი მართლა ძალიან მაგარი იყო მაგრამ ისტორიაში როგორც ფეხბურთის ყველადროის საუკეტესო იყო ზიზუ ფეხბურტი ეს არის ზიდანი. გნებავთ როგორც მწვრთნელი ისეც საუკეთესო გახდება მალე. ჩემი აზრია რათქმაუნდა.
zizu 10
11:08 27-02-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული