ლებრონმა ზლატანს მეორედ უპასუხა: როდის მიხვდები, რომ...

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ "მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა NBA-ის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკური განცხადებებისა და აქტივობის გამო გააკრიტიკა და კალათბურეთელის პასუხმაც არ დაახანა.

"არასდროს გავჩუმდები უსამართლობასთან მიმართებით. მე ჩემი ხალხისა და თანასწოეობისთვის ვიბრძვი, სოციაალური სამართლიანობა უპირველესია, რასიზმი, ხმის უფლების წართმევა - ეს ჩვენს საზოგადოებაში ყოველდღე ხდება.

ერთი მხირვ, იმის გამო, ჩემი საზოგადოების(რასიზმის მსხვერპლთა) წევრი ვიყავი და ვიცი რა ხდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, ჩემს სკოლაში მყოფი 300 მოსწავლიდან ვიცი რაც ახლა ხდება, ვთვლი, რომ ხმა უნდა ამოვიღო, რადგან მათ ეს სჭირდება.

მე
სწორედ მათი ხმა ვარ და ჩემს პლატფრომას ყოველთვის გამოვიყენებ იმაზე სალაპრაკოდ, რაც არა მხოლოდ ჩემს პატარა საზოგადოებაში, არამედ რაც ქვეყანასა და მსოფლიოში ხდება.

ზლატანი ის ბიჭი არაა, შვედეთში რასიზმზე რომ ლაპარაკობდა? ტრადიციული შვედური გვარის არ ქონის გამო რომ სხვანაირად ეპყრობოდნენ (ზლატანმა თქვა, რომ შვედეთში შეფარული რასიზმი იყო, რაც იქაურ მედიასა და საჯარო განხილვებში გამოჩნდა, როცა "ჰამარბიუს" აქციების ყიდვის გამო მთელმა საზოგადოებამ გააკრიტიკა: "მსგავსი რასიზმი არსებობს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან ანდერსონი ან სვენსონი რომ ვყოფილიყავი, ხალხი მაინც დამიცავდა, თუნდაც ბანკი გამეძარცვა.").

ჰაერზე არ ვლაპარაკობ, ზურგს განათლება და საკითხის ცოდნა მიმაგრებს და არც ის ადამიანი ვარ, ვის წინააღმდეგაც წასვლა ღირს,"- თქვა ლებრონმა.

დღეს კი ჯეიმსმა ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჰუდი ეცვა, წარწერით: "ათლეტზე მეტი ვარ!", ხოლო პოსტს დააწერა: "როდის მიხვდები?" სხვათა შორის, მოგვიანებით "მეფემ" ეს პოსტი წაშალა.

ზლატანის სიტყვები ასე ჟღერდა: "ლებრონი ძალიან მომწონს, ფენომენალურია, რასაც ის აკეთებს, მაგრამ არ მომწონს, როცა ადამიანები გარკვეულ სტატუსს მოიპოვებენ და იმის პარალელურად პოლიტიკაში ერთვებიან. ვფიქრობ, ის უნდა გააკეთო, რაც კარგად გამოგდის, მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს საქმე საუკეთესოდ გამომდის. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკის კეთებას შევუდგებოდი. ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა ადამიანები ცნობილები ხდებიან, ჯობს მისგან თავი შორს დაიჭირო, რადგან ეს ლამაზად არ გამოიყურება."

იბრაჰიმოვიჩს NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ბერონ დევისმაც(NBA-ის პლეიოფებში ჩაჭრების საშუალო მაჩვენებლით დღესაც ლიგის რეკორდსმენია) უპასუხა:

"ზლატან ლოს ანჟელესიდან თავი შორს დაიჭირე. "გალაქსისთან" მაინც აღარაფერი გაკავშირებს. საშინლად სულელი ხარ. ზოჰანის(ფილმის პერსონაჟი) ეგ მოპარული გამოხედვა აიღო და ადამ სენდლერს(იმ ფილმის პროდიუსერი) დაუბრუნე. დაე "მეფემ" ილაოპარაკოს!"- დაწერა დევისმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ზლატანს უთქვამს პოლიტიკაზე და ამ გონებაამღვრეულებმა რასიზმზე ნუ ლაპარაკობო ასე გაიგეს. ისე თუნდაც პოლირიკაზე ვინ რას იტყვის რა ზლატანის საქმეა, მაგრამ ესენიც რა ავადმყოფები არიან, დაკომპლექსებულები და სად რას აკავშირებენ...
ლევანი
10:13 01-03-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული