რონალდოს მამა ჯარისკაცი იყო - შვილის უდიდეს წარმატებას ალკოჰოლის გამო ვერ მოესწრო...

AutoSharing Option
ზოგადად თქმულა, წარმატებული ადამიანის უკან უდიდესი შრომა, წარუმატებლობა, ტკივილი, თუმცა მომავლის იმედი გვხვდებაო. ეს მართლაც ასეა. კონკრეტულად სპორტსმენებზე რომ ვისაუბროთ, მათი ამდენი წვალება ოცნებების ახდენას, დიდ სპორტულ სამყაროში ჩაბმასა და ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვებას გულისხმობს.

პორტუგალიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერ კრიშტიანო რონალდოს დიდებული კარიერა გამოუვიდა, რომელსაც დღესაც წარმატებით განაგრძობს. მისი გულშემატკივრები და არამარტო ისინი შემტევს, არცთუ უსაფუძვლოდ, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრებენ. მას შემდეგ, რაც თინეიჯერი რონალდო "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამოწვრთნა, მადრიდის "რეალში" უკვე სუპერვარსკვლავის სტატუსით
გადავიდა და იქ როგორც განაგრძო კარიერა, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად იცის... თუმცა ამ წარმატების უკან უდიდესი ტკივილი იმალება.

რონალდოს მამა ალკოჰოლიკი იყო, რომელმაც თავისი შვილის დიდებული კარიერა ვერ ნახა. ჟოზე დინის ავეირო 2005 წელს ჭარბი სმის გამო გარდაიცვალა. მაშინ რონალდო 20 წლის გახლდათ, ორ წელში კი თინეიჯერმა მეგაკარიერა "ოლდ ტრაფორდის" მოედანზე დაიწყო.

"მე მამაჩემს 100%-ით ნამდვილად არ ვიცნობდი. ის მუდმივად ნასვამი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვესაუბრებოდი. ჩვენ ერთმანეთთან, ფაქტობრივად, კომუნიკაცია არც გვქონდა, რადგან რთულია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაუბრო. ძალიან მწყდება გული, რადგან ის პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც ჩემს მიღწევებს, ტიტულებსა და გატანილ ბურთებს ნახავდა" - განაცხადა რონალდომ პიერს მორგანთან ინტერვიუში.

ჯარისკაცის ცხოვრება

Sportall.Ge

ჟოზე დინის ავეირო ჯარში გაიწვიეს. მაშინ პორტუგალია ანგოლის წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოოდ კი დამარცხდნენ, რის შემდეგაც ანგოლამ პორტუგალიელებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჟოზემ და მის გვერდით მებრძოლმა ჯარისკაცებმა ბრძოლა წააგეს, ნახეს საშინელი სისასტიკე, სიღარიბე და გაჭირვება, რამაც მათი საღი აზროვნებიდან გადაგვარება გამოიწვია. ისინი იქ საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. ამას გაფუჭებული საკვების მარაგიც დაემატა, რის შემდეგაც პორტუგალიურ ჯარში შიმშილობა გაჩაღდა. ყველაფერი დაავადების გავრცელებამ გაამწვავა, როგორიც იყო, მაგალითად, მალარია, რომლის გამოც ჟოზე კვირობით იწვა და ვერ დგებოდა, თანაც, რა პირობებში?

მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება ანგოლაში არსებულმა წყალმა გამოიწვია. ჯარისკაცები წყლის ნაცვლად ადგილობრივ ლუდს სვამდნენ, რადგან წყალი, რომელიც ანგოლაში მოედინებოდა, იმდენად თბილი იყო, რომ წყურვილსაც ვერ მოიკლავდი. სწორედ ამ მიზეზით ჯარისკაცები წყლის ნაცვლად ალკოჰოლს იღებდნენ... ტკივილისა და გაუსაძლისი პირობების შემდეგ ჟოზე ავეირო, თანამებრძოლებთან ერთად, უკან, პორტუგალიაში დაბრუნდა... თუმცა იქ არანაკლებ არეული სიტუაცია დახვდა.

ახალი ცხოვრება

Sportall.Ge

აფრიკაში 13 თვის გატარების შემდეგ ჟოზე დინის ავეირო სამშობლოში ჩამოვიდა, სადაც ასევე გაუსაძლისი მდგომარეობა დახვდა. წაგებული ომის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკურად დაეცა, სამუშაო ადგილები გაქრა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს ფულის შოვნის გზა მოჭრილი ჰქონდათ. რონალდოს მამას ალკოჰოლის მიღება ესაჭიროებოდა. მას თავისი მეგობრები და ზოგადად, რესტორნის მეპატრონეები, როგორც ვეტერან მებრძოლს, პატივს სცემდნენ და დასალევზე ეპატიჟებოდნენ. მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ჟოზე მანუელ კაელჰომ ESPN-თან ინტერვიუში ვარსკვლავის მამა გაიხსენა:

"ჩვენ დაგვტოვეს. ომის ვეტერანებს არც ფული და არც სამუშაო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მე რონალდოს ვხედავ, მისი წარმატებით ბედნიერი ვარ, მამამისი კარგად მახსოვს. შვილის ასეთი წარმატება რომ ენახა, ბედნიერი იქნებოდა. სამწუხაროდ, მას პრობლემები კისერზე აწვებოდა. წარმოიდგინეთ, საჭმელიც კი არ ჰქონდათ. კრიშტიანომ ყველაფერი გააკეთა, რათა მის მამას სასმლისთვის თავი დაენებებინა და დღემდე ჩვენ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ფულიც კი ვერ შეცვლის იმას, რაც ბედისწერამ გარგუნა. როდესაც ჟოზე გარდაიცვალა, რონალდო გასვენებაში ჩამოვიდა და მაშინ თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა და გახდა. ის არასდროს ტეხდა სიტყვას, რის დასამტკიცებლადაც "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო, მაგრამ მამამისმა მისი დიდებულება ვერ დაინახა."

Sportall.Ge

უკიდურესი გაჭირვების გამო ჟოზე მებაღე გახდა, შემდგომ კი "ანდორინას" გუნდის გასახდელის მოწესრიგება დაევალა. რონალდოს მამამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი შვილი ამ გუნდში თამაშობდა, თინეიჯერულ ასაკში კი სპორტსმენისთვის მამის გვერდით ყოლა უდიდესი ბედნიერებაა. კრიშტიანოს თავისი თანაგუნდელები მამის ცუდი სამსახურის გამო დასცინოდნენ, თუმცა ამ ყველაფერმა "რონი" არ შეაჩერა, პირიქით, მიიღო ეს, როგორც გამოწვევა... და ვინ იცის, სად არიან ახლა მისი ყოფილი თანაგუნდელები... პორტუგალიელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც ერთეულთა ხვედრია.


Sportall.Ge

2005 წელს ალკოჰოლმა 51 წლის ჟოზეს სიცოცხლე საბოლოოდ დაასრულა. დღეს მისი შვილი 5 "ოქროს ბურთის", უამრავი თასის, პირადი ტიტულის, რეკორდისა და წარმოუდგენელი მიღწევების მფლობელია.

სოციალურ ქსელებში ხშირად რონალდოს "პირველი ნაბიჯების" ვიდეო ვრცელდება. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

დასასრულ კი მინდა გითხრათ, რომ წარმატების გზა ია-ვარდით ნამდვილად არ არის მოფენილი. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენის ცხოვრება უდიდესი ტკივილითა და იმედგაცრუებით იყო სავსე, დღეს კი...

მშობლები შვილებს კრიშტიანოს ისტორიას მოუყვებიან, ბევრისთვის კი მისი მიზანდასახულობა და ლიდერული თვისებები შთაგონების წყარო იქნება. უმეტესობა შეეცდება იცხოვროს მასავით, თუმცა ამხელა წარმატება ერთეულებს თუ გამოსდით.

მომზადებულია sun-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი შვილი.
ტოტო
11:37 24-12-2021
0
საკმაოდ კარგად გამოიყურება ალკოჰოლიკის კვალობაზე, 2005 წელს რონალდუ უკვე მანჩესტერში იყო და ფულიც გააჩნდა, როგორც ჩანს რაღაც უეცარმა შემთხვევამ იმსხვერპლა ალბათ თორემ მაინცდამაინც ალკოჰოლიკის ვიდზე არ დგას ეგ კაცი მაგ ვიდეოში.
მოქალაქე
13:26 06-10-2021
1

სიახლეები პოპულარული