გიორგი წიტაიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მალე საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, მძიმე ტრავმა მიიღო.

"მარიუპოლთან" უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურის გასვლით მატჩში გიორგი "ვორსკლაში" 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 84-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელი ტანკოვსკი ეუხეშა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მატჩი "ვორსკლამ" 1:0 მოიგო, მსაჯმა კი ტანკოვსკის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

პოლტავური კლუბის საიტის ცნობით, წიტაიშვილს მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამან ფეხი მოიტეხა,ჩაკვეს ისევ ტრავმა აქვს, კვირკველიას ორი ტური გავიდა უკვე და არ ათამაშებენ, არც არაბიძე თამაშობს, კაშია ლოკოშია დღეს დაიწყო თამაში ,დვალს არ ათამაშებენ, ხოჭოლავას არ ათამაშებენ .. სანიოლი თვითონ თუ გავა მოედანზე თორე ვინღა დარჩა ფეხბურთელი.. ლორია და მაკარიძეს ორივეს თუ ჩავაყენებთ კარში თორე
Mose
00:55 07-03-2021
1
ალაბათ სპეციალურად დაამტვრიეს "მოძმე" უკრაინელებმა...
გულშემატკივარი
22:53 06-03-2021
5

სიახლეები პოპულარული