საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 თამაშისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”), უნაი სიმონი (“ატლეტიკ ბილბაო”)

მცველები:
პედრო პორო (“სპორტინგი”), ერიკ გარსია (“მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), დიეგო ლორენტე (“ლიდსი”), ინიგო მარტინესი (“ატლეტიკ ბილბაო”), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), როდრიგო (“მანჩესტერ სიტი”), ტიაგო ალკანტარა (“ლივერპული”), პედრი (“ბარსელონა”), მარკოს ლორენტე (“ატლეტიკო”), სერხიო კანალესი (“ბეტისი”), კოკე (“ატლეტიკო”), ფაბიან რუისი (“ნაპოლი”)

თავდამსხმელები: ხერარდ მორენო
(“ვილიარეალი”), ფერან ტორესი (“მანჩესტერ სიტი”), მიკელ ოიარსაბალი (“რეალ სოსიედადი”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), ბრაიან ხილი (“ეიბარი”), დანი ოლმო (“ლაიპციგი”) 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები “ფურია როხას” 28 მარტს დაუპირისპირდება.

altესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

მკითხველის კომენტარები / 24 /
შვედეთს და ესპანეთს თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპ ლიგაში და ტოპ კლუბებში ჰყავთ იგივე საბერძნეთს და კოსოვოსაც კი რამდენიმე ფეხბუთელი ჰყავთ ელიტაში ერთადერთი საქართველოს ნაკრებია ამ ჯგუფში რომელსაც ერთი ფეხბურთელიც კი არ ჰყავს ტოპ ჩემპიონატში და სანამ ნაკრები და კლუბები არ გააუმჯობესებენ თამაშს და რაღაც შედეგები არ ექნებათ იქამდე სულ ასეთ საშუალო და საშოალოზე დაბალი რანგის კლუბებში და ჩემპიონატებში იქნებია ქართველები პს ბევრი ლაპარაკობს ხვიჩა კვარაცხელია ს ფაქტორზე ჩემი აზრით მარტო ხვიჩა ვერაფერს ვერ იზამს ამ ჯგუფში თუ პარტნიორებმაც არ აუწყეს ფეხი
გიო
15 მარტი 2021 18:34
1
ადრე მეტი მსოფლიო დონის ვარსკვლავები ყავდათ ესპანელებს - ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც მსოფლიო და ორჯერ ევროპა მოიგეს. ისე მანამდეც საუკეთესო ფეხბურთელები და ნაკრები ყავდათ, მაგრამ შედეგებს ვერ აღწევდნენ.
შანსი გვაქვს 50:50-ზე - ნუ, ხუმრობით მაინც. ისე, ხვიჩას ნამდვილი დონე ამ სამ თამაშში გამოჩნდება. ჩაკვეტაძეს ამბავია ძალიან გულდასაწყვეტი
არჩი
15 მარტი 2021 17:52
1
ამ ესპანეთის წინააღმდეგ ხვიჩას შანსი ნაკლებად ექნება ,სულ დაცვაში მოუწევთ ბრძოლა , ერთი აჰა სუპერ სოლო დრიბლინგის თუ წაუვიდა? შემდეგ თუ მიაღწევს დასარტყმელ პოზიციამდე? ან მიქაუტაძე გაეხსნება და ...
დევკალიონი
15 მარტი 2021 19:32
2
ნუ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ისეთ კლუბებში თამაშობენ ყველა გრანდშია ფაქობრივად მაგრამ უკვე წაგებულები არ უნდა გავიდეთ მოედანზე და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ,უნდა ვიბრძოლოთ და დავდოთ ყველაფერი მოედანზე. რეალურად ამ ჯგუფში სხვა მეტოქე ნაკრების ფეხბურთელებიც უკეთეს კლუბებში არიან ვიდრე ქართველები იგივე შვედეთის კოსოვოს და საბერძნების ნაკრების ფეხბურთელებიც უკეთეს კლუბებში არიან ვიდრე ქართველები, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ ყველასთან ბრძოლა ბოლომდეე!!
Gio
15 მარტი 2021 18:29
0
ჩვენი წინაპრები იმიტომ კი არ იგებდნენ ბრძოლებს ან სხვებზე მეტნი იყვნენ ან უფრო ძლიერი. ვაჟკაცური გული ჰქონდათ. შიშით და ფეხების კანკალით ვერაფერს მივაღწევთ. ეს სპორტია პირველ რიგში
გიორგი
15 მარტი 2021 22:43
0
ყველამ მაპატიოს, მაგრამ ეს ისეა, პორშეს მოსკვიჩით რომ დაეჯიბრო.
გიორგი
15 მარტი 2021 19:39
5
მე უფრო 50 კუბიან მოპედს შევადარებდი
მე არ ვარ რობოტი
15 მარტი 2021 22:50
1
, თანამედროვე გაგებით - კვადროციკლი
alibaba
15 მარტი 2021 21:03
2
მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი მჯერა საქართველო მოუგებს. წინაზე როცა მოუგეთ ესპანეთს ესპანეთში, საქართველოზე მედო 33 ქონდა კუში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოოო.....კიდე დაუდებ....
ჯიმა
15 მარტი 2021 21:40
3
ვისაც ის თამაში ახსოვს, ანტიფეხბურთი ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა სამწუხაროდ. ამიტომ, ბოდიში მაგრამ მე ასეთ მოგებას სპორტულ წარმატებად არ ვთვლი. თორემ დამსახურებილად, ან თანაბარ თამმაში
გიორგი
15 მარტი 2021 22:39
19
სათამაშო დონე დაბალი, შეთამაშება 0, მწვრთნელი ახალი, მეტოქე ესპანეთია, წარმატებები და ღმერთმა იღბალი მოგვცეს მაგრამ ესპანეთის წაგება ეხლა იგივეა 2 ჯოკერში და ტუზ კოზირში რომ გაიხიშტო
ზორბეგი
16 მარტი 2021 01:26
2
ვერ ვიტან პესიმისტ ადამიანებს, მითუმეტეს ქომაგებს. პირიქით უნდა შევუძახოთ ჩვენს ნაკრებს და გავამხნევოთ! უფრო მეტიც ჩვენი შემართებით სტიმული მივცეთ ფეხბურთელებს. როგორ გგონიათ ჩვენი ფეხბურთელები კომენტარებს არ კითხულობენ? რა უბედურებაა წინასწარ ფარ-ხმალის დაყრა და შეგუება მარცხზე. არავითარ შემთხვევაში. თუ მოინდომებენ ბიჭები და ცეცხლს დაანთებენ ჩვენს სასარგებლოდ ჩამთავრდება ყველაფერი. წარმატება და გამარჯვება ჩვენს ნაკრებს!
ქომაგებო, არავითარი პესიმიზმი არ გამაგონოთ!!!! ლევანი
16 მარტი 2021 20:02
0
Satamasho done dabali ? Is vin iyo 1:0 ro mouget da gaushvit espanelebi saxlshi.
Givi
16 მარტი 2021 10:11
0
ძალიან დახვეწილი და სერიოზული შემადგენლობაა. მარტო პედრი რაც ღირს 18 წლისარის და მესიც კი გააოცა თავის თამაშით. მოკლედ ბრძოლა ბოლომდე
Gela
15 მარტი 2021 21:50
1
თამაში არის 28 მარტს.
და მოედნებზე რეგულაციას მოხსნას აპირებენ 1 აპრილიდან როგროც ვიცი,
ხომ შეიძლება გამონაკლისი დაუშვან და ამ თამაშზე გულშემატკივარი დაასწრონ.

ამათ უტვინობას და პარაზიტობას არ აქვს საზღვარი.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ერთსულოვნება გვაკლია ქართველებს, ყველა რო გავაპროტესტებთ მერე შეიბერტყავენ იმ პენტერა თავებს
las
16 მარტი 2021 09:52
5
ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ რაგბი შეაქვთ როგორც გაკვეთილი ესპანურ კოლეჯებში მართალია უკონტაქტო მაგრამ მაინც რაგბი. 5 წლის შემდეგ რა პროგნოზი იქნება უკვე ნათელია.
ava
15 მარტი 2021 19:20
4
უკონტაქტო რაგბი როგორია? ბურთი, ის ნესვივით ბუთი არის?
aburjga
16 მარტი 2021 06:59
0
ყველა ევროპული ქვეყნების ნაკრების მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელა და ჩვენი ნაკრების დასახელება რა პრობლემა გახდა რა ვერ გადაწყვიტენ სულ ეგრე როგორ ხდება, იგონებენ ვითომ ახალ ფორმულას ამათი გამოსწორება არ იქნება რა
მგელი
15 მარტი 2021 21:29
3
რა მიხვედრა უნდა. ჩვენთან 24 კაცის მოძებნა ძნელია. ამდენი ფეხბურთელი რომ გვყავდეს, რა გვიჭირს.
ჰაჰა
15 მარტი 2021 22:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული