საქართველოსთან თამაშის წინ იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში მიწვევაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის შვედეთის ნაკრებში მიწვევაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, შვედი ფორვარდი 2016 წლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ დაბრუნებულა.

ამჟამინდელი "მილანის" ლიდერი საკუთარი ქვეყნის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრაში, საქართველოსა და კოსოვოს წინააღმდეგ დაეხმარება. დიდი ალბათობით, ის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაჰყვება.

5 წლის შემდეგ ზლატანმა ეროვნულ გუნდში დაბრუნება შემდეგი სიტყვებით აღნიშნა: "ღმერთის დაბრუნება..."

2020 წლის ოქტომბერში იბრაჰიმოვიჩს 40 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი სათამაშო კლასისა და უბერებელი სხეულის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ამ სეზონში "როსონერის" რიგებში ფორვარდმა 14 გოლის გატანა
მოახერხა და გუნდს ღირსეულად ლიდერობს, რათა წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმაროს.

"არ მინდა ნაკრებში იმის გამო მიძახებდნენ, რასაც ადრე ვაკეთებდი, მინდა მიზეზი ის გახლდეთ, რასაც ახლა ვაკეთებ. არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც 5, 10, 15 ან 20 წლის წინ ვიყავი. ახლა მე საერთოდ განსხვავებული ფიზიკური მონაცემები მაქვს, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. მე მოწვევა იმის გამო არ მიმიღია, რადგან მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. მთავარი მიზეზი ამისა გახლდათ ის, რომ რეალურად ეს მე წლევანდელი კარგი სეზონით დავიმსახურე" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის "იუთუბ არხზე".

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში 25 მარტს გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენადვე აუტანელი პიროვნებაა და ალბათ, ამიტომაც შვედეთის ნაკრები მის გარეშე ყოველთვის უკეთესი გუნდი იყო, ვინემ - მისით... ზოგადად, ასეთი ზეამპარტავანი შიზოფრენიკები ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად ამთავრებენ და ვისურვებდი, რომ ეს სწორედ საქართველოსთან მატჩში მომხდარიყოს...
მ.ტ.
23 მარტი 2021 12:43
1
შინაგანად სუსტი და მშიშარაა ეგ ზლატანა თორემ,ძლიერი რომ ყოფილიყო, თავისი ფიზიკურობით ბესპრიდელ თამაშს არ ითამაშებდა. პირიქით, რაინდულობა უხდება სპორტსმენს, ეს კიდე აყლაყუდა ჯორია და კაცი გონია თავი. არ უხდება ფეხბურთს უხეშობა და უზრდელობა.
დავითი
23 მარტი 2021 11:51
1
კარგი ფეხბურთეი იყო ეხლა კი... წლები (40 წლისაა) თავისას შვება, ძალიან ხშირად თამაშგარეში ხვდება, ყურადღებაა საჭირო, შვედებს უყვართ ფლანგებიდან თამაში, ჩაწოდებები, მეკარეს და დაცვას დიდი ყურადღება მართებს. წარმატება ჩვენს ნაკრებს.
x.x
23 მარტი 2021 09:34
0
ფრთხილად უნდა იყვნენ ჩვენი ნაკრების მცველები, რაიმე პროვოკაციაზე არ წამოაგოს ზლატანმა. პიროვნულად თავი საუკეთესო გონია არადა რეალურად მართლა მაგარი ფეხბურთელია მაგრამ საუკეთესო ნაღდად არ არის რა!! შვედებთან ძალიან გაგვიჭირდება, გინდა ცენტრი ჩაკეტე თუ გამოგივა, ამის მერე ფლანგებიდან ჩაწოდებებზე ამოკეტე ტანმაღალი შვედები როგორი საქმეა?? დაცვა ჩვენი ნაკრების სუსტი ადგილია, რომელი თამაშობს მუდმივად საშუალოზე დაბალი დონის გუნდში?? ასე რომ დაცვით თამაშშს აზრი არ აქვს და შეტევაზე უნდა ვიფიქროთ, აბა ცენტრი თუ თავისუფლად დავუთმეთ შვედებს ძალიან ადვილად შეძლებენ ჩვენთან მოგებას.
azri
22 მარტი 2021 17:36
4
რამდენადაც დიადი ფეხბურთელია ზლატანი, იმდენაუდ აუტანელია რა პიროვნებასაც თამაშობს. აროგანტულს, ამოარტავანს. არა და მეჩვენება რომ სწორედ თამაშობს და შინაგანად არ ყოფილა ყოველთვის ესეთი. ისე კი “აკაჩავა” თავისი ამ გამოხტომების გამი ლუკაკუმ ორი კვირის წინ და დიდად ვერც ვერაფერი უთხრა.
ეს რა მატრაბაზი პიროვნებაა
22 მარტი 2021 16:14
4
იბრა ხო კარგადაა სიცხე გაუზომეთ, ასეთი თავმდაბლური კომენტარი როგორ გააკეთა :D
ემიგრანტი
22 მარტი 2021 16:10
1
მაგარია.
dsag
22 მარტი 2021 16:06
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული