"მილანისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.
"დღემდე თამაშგარე მდგომარეობას დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ვთვლი, რომ ეს კარგი წესი არ არის. სულ მცირე, იმის ნახვას ვცდილი, როგორი იქნება ფეხბურთი "ოფსაიდის" გარეშე. დარწმუნებული ვარ, მის გარეშე სპორტის ეს სახეობა უკეთესი გახდება.
ფეხბურთი - საოცარი თამაშია, მაგრამ მივიჩნევ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ის უფრო მიმზიდველი, ჩამმთრევი, საინტერესო გახდეს. ამ მიმ
ართულებით უნდა ვიმუშავოთ.
აი, შევხედოთ, როგორც წესი, დრო აუტებსა და ტრავმებისას იწელება... ეს ის არ არის, რისი ნახვაც ხალხს სურს. ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ.
ადამიანებს მოქმედება სჭირდებათ. ახლა ძალიან ბევრი მომენტია ხოლმე, როცა ადამიანები ვერაფერს ვერ უყურებენ. ეს თამაშზე ცუდ გავლენას ახდენს,"- თქვა ვან ბასტენმა.
მომზადებული Sky Sports-ის მიხედვით