
"ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი ფრედი გუარინი, რომელიც ამჟამად კოლუმბიის "მილიონარიოსში" თამაშობს, ოჯახის წევრებზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს.
კოლუმბიური მედიის ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 34 წლის გუარინმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას. კონფლიქტისას ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პოლიცია გამოიძახა, ფეხბურთელმა კი დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
გუარინი "ინტერის" ღირსებას 2012-16 წლებში იცავდა, კოლუმბიის ნაკრებში კი 58 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.