მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსიდან" "შანხაი შენხუაში" გადაბარგებულმა 33 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ჩინეთის ჩემპიონატზე 12 მატჩში ოდენ 2 გოლი გაიტანა, აქედან 1 პენალტით. ამ დროს სეზონურ გასამრჯელოდ 41 მილიონი დოლარი აქვს დანიშნული და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ჰოდა, ტევესმა თურმე ჭამას უმატა, თამაშს უკლო და გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვუ ცზინსუმ ვეტერან კოლუმბიელ ნაევარმცველთან ფრედი გუარინთან ერთად დასაჯა და ეს ასე ახსნა:

"ტევესი ფიზიკურად მზად არაა, გასუქდა, ამიტომ არ ვათამაშებ. იგივეს ვიტყვი გუარინზე. გუნდზე და ფეხბურთელებზე პასუხისმგებელი მე ვარ და ვინც ფორმაში
არაა, თამაშს ვერ ეღირსება. ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მყოლია გუნდში, მაგრამ არც ერთი მათგანს არ ვუწევდი და არ გავუწევ შეღავათს ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული