რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი ალექსანდრე იარდოშვილი გარდაიცვალა.

იარდოშვილი მოსკოვის "დინამოს" მთავარ ექიმად 2016 წლიდან მუშაობდა, 1992-2012 წლებში კი "ლოკომოტივის" მთავარი ექიმი გახლდათ და მის ხელში არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუვლია.

მოსკოვში, ქართველის ოჯახში დაბადებულ იარდოშვილს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საფეხბურთო წრეებში საუკეთესო სპეციალისტად თვლიდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინ დაგიფასებს
0
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არა კიდე..
გენა
20:00 13-04-2021
3

სიახლეები პოპულარული