ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.
Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.
შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.
თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.
აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.