ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.
Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.
შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.
თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.
აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.
უეფა ნაბიჯნაბიჯ მიდის იმ ტურნირისკენ რასაც პერესი აპირებს გააკეთოს, უბრალოდ დაასწრო და ამიტომაა უეფა ასეთ ამბავში :):):)
ჯობია ისევ კლუბებმა დააარსონ ეს ტურნირი, მათ ისარგებლონ ფინანსურადაც და უფრო განვითარდნენ ვიდრე უეფან ჩაიდოს ასტრონომიული თანხები ჯიბეში
კიდე ერთიც, თუ რეალი კორუფციით და ჩაწყობით იგებდა ჩემპიონთა ლიგას ვისთან აწყობდა კიმარა და ვის უხდიდა ფულს? ისევდაისევ უეფა ხომ არ იღებდა ფულს ყველაფერ ამაში? ანუ კორუმპირებული პერესი არ გინდათ და კორუმპირებული უეფა გინდათ?