ფლორენტინო პერესი: იქნება ბუნტი და გაკოტრებები!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელიც ბოლო დროს აქტიურად წარმოადგენს სუპერლიგის იდეას, ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის რეფორმით, ცხადია, აღფრთოვანებული არ ვარ. არც ფორმატი მომწონს, არც რეფორმის დაწყების დრო, რადგან ცვლილებები ძალაში 2024 წელს შევა. ან სიტუაციას იქამდე გამოვასწორებთ, ან ყველა გაბანკროტდება.

ბანკროტის გამო კი გუნდები ბუნტს მოაწყობენ, რადგან, მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან ვისაც მულტიმილიარდელი მფლობელები ჰყავთ, რომლებიც მზად არიან საკუთარი სიამოვნებისთვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ევრო დაკარგონ,"- თქვა ფლორენტინომ.

Corriere della Sera კი წერს, რომ
შესაძლოა, ფლორესმა უეფას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. პერესი თვლის, რომ სუპერლიგის აკრძალვით უეფამ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაარღვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული