თუ უნდა საყურე გაიკეთოს უკანალში - ჟირინოვსკის შვილი სქესშეცვლილ მსაჯს მიესალმება

AutoSharing Option
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, რლდპ-ის შეუცვლელი ლიდერის, ვლადიმირ ჟირონოვსკის შვილმა იგორ ლებედევმა კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ისრაელში მსაჯი-ტრანსგენდერი იქნება.

"რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი თავს როგორ განსაზღვრავს? ტრანსგენდერი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ლესბოსელი - მსაჯობის ხარისხზე ეს არანაირად არ მოქმედებს, არც ფეხბურთზე.

მთავარია, წესები კარგად იცოდეს და მიუკერძოებელი იყოს. თუ როგორი გენდერი გააჩნია ადამიანს, ეროვნება თუ კანის ფერი - განსხვავება არ აქვს.

შეიძლება თუ არა რუსეთშიც მსგავსი რამ ვნახოთ? ვფიქრობ, კი. გესმით, სამყარო ვითარდება და წინ მიიწევს.

თუ გვინდა მსოფლიოს დღის წესრიგში დავრჩეთ, გვინდა-არ
გვინდა, უნდა მივყვეთ იმას, რასაც სამყაროს დანარჩენ ნაწილში იღებენ. პირადად ამას არ მივესალმები, მაგრამ მშვიდად აღვიქვამ, ტოლერანტულად.

თუ მსაჯს სქესის გამოცვლა სურს - კი ბატონო. თუ უნდა უკანალში საყურე გაიკეთოს, ჩემთვის სულერთია. მთავარია - კარგად იმსაჯოს. ჩვენს ვილკოვს ან კიდევ სხვა ვინმეს კიდევ მსაჯი-ტრანსგენდერი სჯობია ისრაელიდან", - ციტირებს ლებედევს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უსერიოზულესი სტატია, უსერიოზულესი სპორტსმენის გამოთქმული აზრის შესახებ. სპორტული აზრით გაჟღენთილი ინფორმაციაა :D :D :D
ფსშვიუ
28 აპრილი 2021 11:32
0
გასაოცარია ასეთი საღი აზრი მაგათთან!
მიჩინიო
28 აპრილი 2021 08:18
7
მაინტერესებს კაშიას აზრი
გიგი
28 აპრილი 2021 05:55
12
რანაირი მამა შვილია, როცა სხვადასხვა გვარი აქვთ
სტალინი
27 აპრილი 2021 23:01
0
დედის გვარზეა
მკითხველი
28 აპრილი 2021 10:10
0
ჟირინოვსკის პირველი ქმრისგან ჰყავს
baggio
28 აპრილი 2021 01:19
0

სიახლეები პოპულარული