შევჩენკომ განმარტა, რატომ ვერ გახდა კალაძის და ვეას მსგავსად წარმატებული პოლიტიკოსი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Forbes-Украина-სთან ინტერვიუში თავის პოლიტიკურ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

- როგორც მივხვდი, პოლიტიკამ იმედი გაგიცრუათ. საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა - ეს ბერლუსკონის ზემოქმედებაა? თქვენ როგორი ამბიცია გქონდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ იმედი გამიცრუა - უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო არაა. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, სიამოვნებას ვერ ვიღებდი და ვერ ვხედავდი, საკუთარი თავის რეალიზაცია როგორ მომეხდინა.

რატომ წავედი იქ? უკრაინა ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე მოთხოვნაა, თანაც, სპორტსმენებზე. ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კარიერა გაიკეთა "დინამოში" ჩემმა
პარტნიორმა კალაძემ, ლიბერიაში ვეა პრეზიდენტი გახდა.

სამყარო იცვლება და ყველა მსურველისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. კარიერის დასრულების შემდეგ კარგი დამატებითი განათლების მიღების ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, ჰარვარდში ყოფილი ათლეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაა.

- თქვენთვის ეს გვერდი საბოლოოდ დახურულია?
- ახლა საკუთარ თავს პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კალაძეზე ვინც იძახის მაგარი პოლიტიკოსიაო,თქვენ პოლიტიკის გაგებაში არ ყოფილხართ.
გრიგოლი1408
16:59 17-06-2021
10
კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქ. თბილისის საუკეთესო მერია!!! აბა, დასცხეთ "დისლაიქები"... "ნაც-აქტივისტებო" და "ბოღმის" ბუკეტებო...
tngh
15:40 17-06-2021
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული