ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე მონაწილე ჩილეს ნაკრების ფეხბურთელებმა განტვირთვის დღე მოაწყვეს - შაბათს იუქმეს და Gran Hotel Odara-ში გვარიანად გაერთნენ.
არტურო ვიდალმა (ინტერი), გარი მედელმა (ბოლონია), პაბლო არანგისმა (უნივერსიდად დე ჩილე), ედუარდო ვარგასმა (ატლეტიკო მინეირო), ჟან მენესესმა (ლეონი), პაბლო გალდამესმა (ველეს სარსფილდი) და გილერმო მარიპანმა (მონაკო) სასტუმროში მეძავები მიიყვანეს და სექსსაღამო გამართეს, - იტყობინება DEPO.
მათ სანიტარული პროტოკოლი და დისციპლინა დაარღვიეს და დაისჯებიან, ეროვნული გუნდის მწვრთნელს, მარტინ ლასარტეს კი შეიძლება სკანდალის გამო პოსტის დატოვება მოუწიოს.
ტურნირზე ჩილე არგენტინას დაუზავდა (1:1),
ბოლივია დაამარცხა (1:0), 22 ივნისს ურუგვაის შეხვდება, 25 ივნისს კი - პარაგვაის.
"დაწყევლილი შური. ასეთია ცხოვრება... დარტყმას მოგაყენებს ის, რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი", - დაწერა ვიდალმა "ინსტაგრამზე". ეს სიტყვები მაიკ ტაუერსის სიმღერიდანაა.