"დორტმუნდის" ფორვარდი ერლინ ჰოლანი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე დასვენებისას საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს.
როგორც ბერძნული Sportime წერს, ფეხბურთელმა ვახშამზე, რომელიც 5-6 საათი გაგრძელდა, 500 000 ევრო დახარჯა.
ვახშამზე ჰოლანი და მისი მეგობრები იყვნენ. საკვების გარდა, კამპანიამ 4 ბოთლი Cristal Vintage-ს შამპანურითაც ისიამოვნა, თითოეულის ფასი 70 000 ევრო გახლდათ.
გარდა ამისა, 20 წლის ფორვარდმა ჩაის თანხა 30 000 ევრო დატოვა...