შეხვედრა ლიონელ მესის ბენეფისად იქცა - მან მატჩის დასაწყისშივე, მე-6 წუთზე, პაპუ გომესს ფენომენალური პასი გაუკეთა, შემდეგ კი არგენტინელთა "ათიანის" გოლების ჯერიც დადგა. "ბარსელონას" ვარსკვლავმა ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი აგუეროს კარგი პასი შეირგო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სამამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში ბოლივიამ ცოტათი გაიბრძოლა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოახერხა და საბოლოოდ, შეხვედრა არგენტინელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.
4 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ეკვადორს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:
ურუგვაი - კოლუმბია;
ბრაზილია - ჩილე;
პერუ - პარაგვაი.
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]