"მე მინდა ფინალში არგენტინას ვეთამაშოთ..." - ნეიმარი

AutoSharing Option
ლუკას პაკეტას გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ ნეიმარმა განაცხადა, რომ ფინალში თავისი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის ხილვა სურს.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები თავის ნახევარფინალურ დაპირისპირებას კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ნეიმარი პირველი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც სოციალურ მედიაში პერუსთან გამარჯვების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"მე მინდა ფინალში არგენტინას ვეთამაშოთ" - დაუფიქრებლად თქვა ნეიმარმა.

"პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავისთვის ეს ლიონელ მესისთან ერთად მოედანზე ყოფნის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. შეგახსენებთ, გარკვეული პერიოდის წინ "სელესაოს" ლიდერმა განაცხადა, რომ ის "ალბისელესტეს" კაპიტანთან ერთად მეტოქეთა კარს დიდი სიამოვნებით
შეუტევდა.

მთელი მსოფლიო კლასიკურ სამხრეთამერიკულ დაპირისპირებას ელოდება, თუმცა კოლუმბიელებს ასე მარტივად ვერავინ ჩამოწერს, მათ შორის, ვერც ნეიმარი.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული